From Wikipedia, the free encyclopedia
სურთი, ასევე სირთი (არაბ. سرت) — ქალაქი ლიბიაში, ამავე სახელწოდების მქონე რაიონის დედაქალაქი. მდებარეობს სიდრის ყურის ნაპირებზე, ისტორიულ მხარე სირტიკაში. 2010 წლის მონაცემებით ქალაქში 75 358 ადამიანი ცხოვრობდა.[2]
ქალაქი | |
---|---|
სურთი سرت | |
ქვეყანა | ლიბია |
რეგიონი | ტრიპოლიტანია |
მუნიციპალიტეტი | სურთი |
კოორდინატები | 31°12′00″ ჩ. გ. 16°36′00″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 28 მ |
მოსახლეობა | 75 358[1] კაცი (2010) |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
სატელეფონო კოდი | +218 54 |
სურთი არის ანტიკური ქალაქი, ის ჯერ კიდევ ფინიკიის არსებობის დროს აშენდა. ლიბიაში 2011 წელს მომხდარი სამოქალაქო ომის დროს ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ დატოვა იგი. 2012 წლის აპრილისათვის ქალაქის მოსახლეობის დაახ. 70% დაუბრუნდა ქალაქს. დაიწყო ქალაქის ინფრასტრუქტურის აღდგენა, თუმცა ქალაქში დატოვებული საომარი ნარჩენები სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას. მოსახლეობის განცხადებით, ახალი მთავრობის წარმომადგენლები მათ ქალაქის საომარი ნარჩენებისგან სრულად გაწმენდას დაპირდნენ.
2008 წელს ჩინეთის სარკინიგზო კომპანიამ მოიგო ტენდერი, რის შემდეგაც მას დაევალა რკინიგზის ხაზის გაყვანა ლიბიაში. ეს სარკინიგზო მონაკვეთი გადაჭიმული იქნებოდა ელ-ხუმსიდან სურთამდე, ამ მონაკვეთის საერთო სიგრძე 352 კმ-ია. თუმცა, 2011 წელს ცნობილი გახდა, რომ ამ სარკინიგო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს რუსეთის სარკინგზო გზების კომპანია.[3]
ქალაქში დაიბადა და გარდაიცვალა ლიბიის ყოფილი ლიდერი მუამარ კადაფი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.