ტაკამაკა (ფრანგ. Takamaka) — სეიშელის კუნძულების ერთ-ერთი რაიონი, მდებარეობს კუნძულ მაეს სამხრეთში.

სწრაფი ფაქტები ოლქი, ქვეყანა ...
ოლქი
ტაკამაკა
ფრანგ. Takamaka
ქვეყანა სეიშელის დროშა სეიშელის კუნძულები
კოორდინატები 4°47′00″ ს. გ. 55°31′00″ ა. გ.
ფართობი 14,4 კმ²
მოსახლეობა 2825[1][2] კაცი (2010)
სიმჭიდროვე 196,18 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+4
ოფიციალური საიტი http://localgovernment.gov.sc/takamaka
Thumb
დახურვა

მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობა გამოიხატება ადგილობრივ ტრადიციულ სოფლის მეურნეობაში და თევზჭერაში. არსებობს ტურიზმთან დაკავშირებული ზოგიერთი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს 4 მინი ოტელს.

მოსახლეობის უმრავლესობა დაკავებულია მომსახურების სფეროთი და ვაჭრობით (სახელმწიფო სამსახური, კერძო კომერცია (ტურიზმის ჩათვლით).

როგორც ყველა ოლქში, ტაკამაკაშიც ფუნქციონირებს სკოლა, სამედიცინო ცენტრი, პოლიციის უბანი და ოლქის ადმინისტრაცია, რომლებიც ადგილობრივი კათოლიკური ეკლესიის ირგვლივ ან სიახლოვეს არიან განლაგებულნი.

ოლქიდან ერთ საათში ავტობულით შესაძლებელია 25 კმ-ით დაშორებულ დედაქალაქ ვიქტორიაში ჩასვლა. რეგულარული საავტობუსო მარშრუტი მუშაობს ყოველდღე დაახლოებით 05.30 საათიდან 20.00 საათამდე.

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.