From Wikipedia, the free encyclopedia
ტვიროსი (ბერძ. Τύρος), სური (არაბ. صور; ფინიკ. 𐤑𐤅𐤓 სორ) — ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო ფინიკიური ქალაქი ლიბანში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 60 000 კაცს.
ქალაქი | |
---|---|
ტვიროსი صور | |
ქვეყანა | ლიბანი |
მუჰაფაზა | სამხრეთის მუჰაფაზა |
რაიონი | ტვიროსის რაიონი |
კოორდინატები | 33°16′15″ ჩ. გ. 35°11′46″ ა. გ. |
დაარსდა | ძვ.წ. 2750 |
ფართობი | 4 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 10 მ |
მოსახლეობა | 60 000 კაცი |
აგლომერაცია | 174 000 |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
ოფიციალური საიტი | http://www.tyremunicipality.com/ |
ტვიროსი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ლიბანი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, vi |
სია | |
რეგიონი** | არაბული სახელმწიფოები |
კოორდინატები | 33°16′08″ ჩ. გ. 35°12′59″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1984 (მე-8 სესია) |
ნომერი | 299 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 299 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ძვ. წ. III–II ათასწლეულში იყო მსხვილი სახელოსნო-სავაჭრო ცენტრი. განთქმული იყო მეწამული ფერის შალის ნაწარმით, სპილოს ძვლისა და მინის ნაკეთობებით,[1] აგრეთვე სავაჭრო ექსპედიციებით. ძვ. წ. II ათასწლეულში ეგვიპტის გავლენის ქვეშ იყო. ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს — ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში ტვიროსმა დააარსა კოლონიები ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე (კვიპროსი, სიცილია და სხვ.), ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკასა (უტიკა, კართაგენი და სხვ.) და ესპანეთში.[1] მოხერხებული ადგილდებარეობა ჰქონდა სამხედრო თვალსაზრისით. ძვ. წ. X საუკუნეში ტვიროსის მეთაურობით შეიქმნა ტვიროს-სიდონის სამეფო. ძვ. წ. VIII საუკუნიდან ტვიროსი ასურეთს ემორჩილებოდა. ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი ცამეტი წელი (ძვ. წ. 586–573) აწარმოებდა ტვიროსის უშედეგო ალყას, საბოლოოდ შეთანხმდნენ ხარკის გადახდაზე.[2] ძვ. წ. VI საუკუნის მეორე ნახევრიდან აქემენიდების სახელმწიფოს შემადგენლობაში იყო ავტონომიური უფლებით. ძვ. წ. 332 წელს ალექსანდრე მაკედონელმა 7-თვიანი ალყის შემდეგ შეძლო ტვიროსის აღება. ახ. წ. 64 წლიდან რომის პროვინციაში — სირიაში შედიოდა (ისევ ავტონომიური უფლებებით).[1] 395 წლიდან შევიდა ბიზანტიის იმპერიია შემადგენლობაში. VII საუკუნემდე აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის მსხვილი სავაჭრო ცენტრი იყო.[1] 638 წელს დაიპყრეს არაბებმა. 1086 წელს აიღეს სელჩუკებმა. 1089 წელს დაიბრუნეს ფატიმიდებმა. პირველი უშედეგო ცდის მიუხედავად (1111), ჯვაროსნებმა 1124 წელს მოახერხეს მისი აღება (იხ. ტვიროსის ალყა). იგი იერუსალიმის სამეფოში ერთ-ერთი მთავარი ქალაქი გახდა, დაარსდა იტალიური ქალაქ-სახელმწიფოების კოლონიები. აქ არსებობდა ტვიროსის არქიეპარქია (ყველაზე ცნობილი სარმომადგენელია გიიომ ტვიროსელი). ჰატინის ბრძოლის შემდეგ, სალადინმა ტვიროსის გარდა ყველა ქალაქი დაიპყრო იერუსალიმის სამეფოში (იხ. ტვიროსის ალყა). ამ დროს ჯვაროსანთა მთავარი დასაყრდენი წმინდა მიწაზე ტვიროსი იყო. სწორედ აქედან შეძლეს ევროპელებმა რიჩარდ ლომგულის მეთაურობით აკრის (დღ. აკო) დაბრუნება. XIII საუკუნეში ტვიროსის სენიორია გათავისუფლდა სამეფო დომენისაგან. 1291 წელს ტვიროსი დაიპყრეს მამლუქებმა. 1516–1517 წლებში მიმდებარე რეგიონები და მათ შორის ტვიროსი ოსმალეთა ხელში გადავიდა. აქედან მოყოლებული პირველი მსოფლიო ომამდე ქალაქს ისინი აკონტროლებდნენ. 1920 წლიდან ლიბანის შემადგენლობაშია.
1984 წლიდან ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.