ტომსკი
ქალაქი რუსეთში / From Wikipedia, the free encyclopedia
ტომსკი (რუს. Томск) — ქალაქი რუსეთში. ტომსკის ოლქისა და ტომსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს დასავლეთ ციმბირის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ტომის ნაპირზე.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტომსკი რუს. Томск | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
შიდა დაყოფა | ლენინის რაიონი, კიროვსკის რაიონი, სოვეტსკის რაიონი და ოქტიაბრსკის რაიონი | ||||
კოორდინატები | 56°29′19″ ჩ. გ. 84°57′08″ ა. გ. | ||||
მმართველი | ივან კლიაინი | ||||
დაარსდა | 1604 | ||||
ფართობი | 294.6 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 80 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 572 740 (2017)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+07:00[2] | ||||
სატელეფონო კოდი | 3822 | ||||
საფოსტო ინდექსი | 634000–634999 | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.admin.tomsk.ru/ | ||||
დახურვა
ტომსკი არის ციმბირში უძველესი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ინოვაციური ცენტრი. ქალაქში არის ცხრა უმაღლესი სასწავლებელი, 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა და ექვსი ბიზნეს-ინკუბატორი. არის ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ქალაქების ასოციაციის წევრი.
ქალაქი მდიდარია XVIII-XX საუკუნეების ხისა და ქვის არქიტექტურული ძეგლებით.
ქალაქში ცხოვრობს 574 002 ადამიანი. ტომსკი ქალაქ-თანამგზავრ სევრსკთან ერთად ქმნის საქალაქო აგლომერაციას, რომლის მოსახლეობის რაოდენობაა 728 000 ადამიანი.