უილფათა
From Wikipedia, the free encyclopedia
უილფათა (რუს. Уилпата) — მწვერვალი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.[1] მდებარეობს რუსეთის ჩრდილოეთი ოსეთის ტერიტორიაზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4648 მ.[2] მდებარეობს მდინარე არდონის მარცხენა შენაკადების სათავეებში. დამახასიათებელია ციცაბო ფერდობები. მოქცეულია კავკასიონის მძლავრი გამყინვარების ოლქში. მწვერვალ ადაი-ხოხისა და უილფათას შორის იწყება კავკასიონის ერთ-ერთი უგრძესი მყინვარი — წეა.[3]
სწრაფი ფაქტები უილფათა ...
უილფათა | |
---|---|
კოორდინატები: 42°46′33″ ჩ. გ. 43°48′12″ ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
სიმაღლე | 4648 მ |
ქედი | კავკასიონი |
დახურვა