ფერდინანდ I (ორი სიცილია)
From Wikipedia, the free encyclopedia
ფერდინანდ I (ესპ. Fernando I, იტალ. Ferdinando I; დ. 12 იანვარი, 1751 — გ. 4 იანვარი, 1825) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის, ნეაპოლის, პარმისა და სიცილიის მეფე კარლ III-ისა და დედოფალ მარია ამალია საქსონიელის შუათანა ვაჟი. ნეაპოლის მეფე ფერდინანდ IV-ის სახელით და სიცილიის მეფე ფერდინანდ III-ის სახელით 1759-1816 წლებში. იგი ასევე იყო გოცოს (კუნძული ჩრდილო მალტაში) მეფე. იგი ნეაპოლის ტახტიდან ორჯერ დაამხეს: პირველად 1799 წელს პართენოპენის რესპუბლიკისას და მეორედ 1805 წელს ნაპოლეონის შემოჭრისას. 1816 წლის 12 დეკემბერს ნეაპოლი და სიცილია ორი სიცილიის სამეფოდ გააერთიანა.
სწრაფი ფაქტები ნეაპოლისა და სიცილიის მეფე, მმართ. დასაწყისი: ...
ფერდინანდ I | |
---|---|
ნეაპოლისა და სიცილიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 6 ოქტომბერი, 1759 |
მმართ. დასასრული: | 12 დეკემბერი, 1816 |
წინამორბედი: | კარლო VII |
მემკვიდრე: | გაერთიანება |
ორი სიცილიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 12 დეკემბერი, 1816 |
მმართ. დასასრული: | 4 იანვარი, 1825 |
წინამორბედი: | სამეფო შეიქმნა |
მემკვიდრე: | ფრანჩესკო I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 12 იანვარი, 1751 |
დაბ. ადგილი: | ნეაპოლი, იტალია |
გარდ. თარიღი: | 4 იანვარი, 1825, (73 წლის) |
გარდ. ადგილი: | ნეაპოლი, იტალია |
მეუღლე: |
მარია კაროლინა ავსტრიელი (ქ. 1768 - გარდ. 1814) ლუჩია მილიაჩო (ქ. 1814) |
შვილები: |
მარია ტერეზა, ავსტრიის იმპერატრიცა ლუიზა მარია, ტოსკანის დიდი ჰერცოგინია ფრანჩესკო I, ნეაპოლის მეფე მარია კრისტინა, სარდინიის დედოფალი მარია ამალია, საფრანგეთის დედოფალი მარია ანტონია, ასტურიის პრინცესა ლეოპოლდო, სალერნოს პრინცი |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | კარლ III, ესპანეთის მეფე |
დედა: | მარია ამალია საქსონიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა