ქრისტიანობა ალბანეთში
From Wikipedia, the free encyclopedia
ქრისტიანობა ალბანეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დამკვიდრდა ახ. წ. 325 წელს, ხოლო ახ. წ. 1100 წლიდან ბიზანტიის იმპერია ამ მხარეში ახორციელებდა საეკლესიო მისიებს. ვენეციის მზარდი გავლენის გამო კი, მე-13 საუკუნეში აქ ფრანცისკანელებმა დაიწყეს დასახლება. აღსანიშნავია, რომ მე-15 საუკუნიდან მე-19 საუკუნემდე პერიოდში, ოსმალეთის იმპერიის მმართველობის დროს, ქრისტიანობა, როგორც უმრავლესობის რელიგია, ჩაანაცვლა ისლამმა. ალბანეთის ხელისუფლება, მოსახლეობის 2011 წლის სადავო აღწერაზე დაყრდნობით, აცხადებდა, რომ 1991 წელს კომუნიზმის კრახიდან მოყოლებული, ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 58% იყო მუსლიმი, 10% - კათოლიკე, 7% - მართლმადიდებელი და 15% - ათეისტი ან არარელიგიური. თუმცა, 2011 წლის აღწერამ მოსახლეობის უმრავლესობა ვერ მოიცვა, ცუდი დათვლისა და მოქალაქეების უმეტესობასთან კომუნიკაციის ნაკლებობის გამო.[1] 2011 წლის აღწერის თანახმად, დეკლარირებული რელიგიური კუთვნილებით, მოსახლეობის 56,7% იყო მუსლიმი, 13,79% - გაურკვეველი, 10,03% - კათოლიკე, 6,75% - მართლმადიდებელი მორწმუნე, 2,5% - ათეისტი, 2,09% - ბექთაში, 0,07% - ქრისტიანობის სხვა დენომინაცია და 0,02 - სხვ.[2] 2011 წლის აღწერა, რელიგიისა და ეთნიკურობის კონტექსტში, არასანდოდ მიიჩნია "ევროპის საბჭომ", ისევე, როგორც სხვა შიდა და საგარეო ორგანიზაციებმა/ჯგუფებმა.
2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ გამოთვალა, რომ დაახლოებით 13000 მუსულმანური წარსულის მქონე პიროვნება მოექცა ქრისტიანობაში.[3]