ყიზილაღაჯის ნაკრძალი
From Wikipedia, the free encyclopedia
ყიზილაღაჯის ნაკრძალი (აზერ. Qızılağac Dövlət Təbiət Qoruğu) — სახელმწიფო ნაკრძალი აზერბაიჯანში. მდებარეობს ლენქორანის რაიონში. ნაკრძალი შეიქმნა 1929 წელს და მისი მიზანი აქ მობინადრე ფრინველების დაცვა იყო. ნაკრძალი ფართობით უდიდესია აზერბაიჯანში — 88 360 ჰექტარი, საიდანაც 45 ათასი დაკავებული აქვს სრუტის აკვატორიას. რელიეფი ვაკიანია, ნაკრძალის ტერიტორია წარმოადგენს მოსწორებულ ნახევრადუდაბნოს მარილიანი ნიადაგებით.[1]
ყიზილაღაჯის ნაკრძალი
Qızılağac Dövlət Təbiət Qoruğu | |
---|---|
IUCN კატეგორია Ia (სახელმწიფო ნაკრძალი) | |
მდებარეობა | ლენქორანის რაიონი |
ქვეყანა | ![]() |
უახლოესი ქალაქი | ლიმანი |
ფართობი | 88360 ჰა |
დაარსდა | 3 ივნისი, 1929 |
ნაკრძალის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს გადამფრენი ფრინველების სიუხვე. ზამთრის პერიოდში აქ ბუდობენ როგორც მდინარის, ისევე ყვინთია იხვები, ბატები, გედები, ყარყატები, ხონთქრის ქათმები, დურაჯები, ფლამინგოები, წეროები და ა. შ. ნაკრძალში გვხვდება აგრეთვე ტახი და მგელი. წყალსატევებში არის ბევრი თევზი. მიმდებარე ტერიტორია და აკვატორია შეტანილია საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში. აზერბაიჯანის „წითელ წიგნში“ შეტანილ ფრინველთა უმრავლესობა ნაკრძალისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ბინადრობს.