![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/Relief_locator_Map_of_Georgia.svg/langka-640px-Relief_locator_Map_of_Georgia.svg.png&w=640&q=50)
ყილხოხი
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, შიდა ქართლის მხარეში და ჩრდილოეთ ოსეთში / From Wikipedia, the free encyclopedia
ყილხოხი — კლდოვანი მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ქეშელთის სათავეებში, მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარ ქედის სამხრეთ ტოტზე, მდინარე ზეკარისწყლისა და თხელას წყალგამყოფზე, მწვერვალ ბრუტსაბძელის დასავლეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 3300 მ. აგებულია ზედაიურული ფიქლებით. დამახასიათებელია კლდოვანი და ალპური მდელოების ლანდშაფტი.
სწრაფი ფაქტები ყილხოხი ...
ყილხოხი | |
---|---|
კოორდინატები: 42°32′56″ ჩ. გ. 43°57′58″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეული | შიდა ქართლის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
სიმაღლე | 3300 მ |
ქედი | მაღრან-დვალეთის კავკასიონი |
ლანდშაფტი | კლდოვანი და ალპური |
ამგებელი ქანები | ფიქალი |
დახურვა