ყირიმის ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ
From Wikipedia, the free encyclopedia
რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსია — სამხედრო და პოლიტიკური ქმედებების ერთობლიობა, რომელიც მიმართულ იქნა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ. უკრაინის ტერიტორია ყირიმი ანექსირებულ იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ 2014 წლის 18 მარტს. ყირიმის ნახევარკუნძული დე-ფაქტოდ შეიყვანეს ფედერაციის შემადგენლობაში როგორც ყირიმის ფედერალური ოლქი, რომელიც შედგება რუსეთის ფედერალური ორი ერთეულისგან — ყირიმის რესპუბლიკა და ქალაქი სევასტოპოლი. ანექსიას წინ უძღოდა ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ინტერვენცია და ოკუპაცია, რაც განხორციელდა მას შემდეგ, რაც 2014 წელს უკრაინაში მოხდა რევოლუცია — ხალხი აჯანყდა რუსეთის მიმართ ლოიალური პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის და მისი პარტიის წინააღმდეგ. ყირიმში ინტერვენცია იყო უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში ფართო მღელვარების ერთ-ერთი შემადგენელი.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ყირიმის ანექსია | |||
---|---|---|---|
რუსეთ-უკრაინის ომის ნაწილი | |||
უკრაინა ყირიმი რუსეთი | |||
თარიღი | 20 თებერვალი 2014 – 19 მარტი 2014 (27 დღე) | ||
მდებარეობა | ყირიმი | ||
Casus belli | რუსეთის მიერ უკრაინის რევოლუციის წინააღმდეგობა, უკრაინის პრო-რუსული ხელისუფლების მარცხი, რუსული ჯარების ინტერვენცია | ||
შედეგი |
| ||
მხარეები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
| |||
![]() |
22-23 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მთელი ღამე მართავდა შეხვედრას უსაფრთხოების და სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან, რომელზეც განიხილავდნენ ჩამოგდებული პრეზიდენტ იანუკოვიჩის შესაძლო დახმარების სცენარებს. ამ შეხვედრის დასასრულს პუტინმა აღნიშნა, რომ „ჩვენ უნდა დავიწყოთ ყირიმის რუსეთისთვის დაბრუნებაზე მუშაობა“. 23 თებერვალს რუსეთის მხარდამჭერი აქციები გაიმართა ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში. 27 თებერვალს შენიღბულმა რუსულმა ჯარებმა, რომელთაც მოხსნილი ჰქონდათ ყველანაირი საამომცნობო ნიშანი, აიღეს ყირიმის უმაღლესი საბჭოს შენობა, დაიკავეს ყირიმის სტრატეგიული ობიექტები, რასაც მოყვა პრო-რუსული მთავრობის დანიშვნა აკსიონოვის თაოსნობით და ყირიმის დამოუკიდებლობის გამოცხადება.
უკრაინის მხარე მიიჩნევს, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსირებით დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობა და შეთანხმებები, მათ შორის 1991 წლის შეთანხმება დსთ-ის ჩამოყალიბების შესახებ, ჰელსინკის შეთანხმება, 1994 წლის ბირთვული იარაღის განუვრცელებლობის შესახებ შეთანხმება და რუსეთ-უკრაინას შორის მეგობრობის, თანამშრომლობის და პარტნიორობის შეთანხმება. აღნიშნული ქმედება დაგმობილ იქნა მსოფლიოს მრავალი ლიდერის მიერ, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიით დაირღვა უკრაინის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შესახებ 1994 წელს გაფომებულ ბიდაპეშტის მემორანდუმი, რომელზეც რუსულ მხარეს აქვს ხელმოწერილი. იგი გახდა დიდი რვიანის დანარჩენი წევრების მიერ ჯგუფიდან რუსეთის გარიცხვის გადაწყვეტილების, შემგომ კი, ქვეყანაზე სანქციების პირველი პაკეტის დაკისრების საფუძველი. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო „საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის“ აღიარების შესახებ რეზოლუცია და ასევე არ სცნო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ხმის მიცემა და ანექსიის კანონიერება.
მას შემდეგ, რაც ყირიმის 2014 წლის 16 მარტის რეფერენდუმზე სეპარატიზმმა ამომრჩეველთა დიდი ნაწილის მხარდაჭერა მიიღო, გაეროს რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს, რომ „რეფერენდუმს არ გააჩნია იურიდიული ძალა და აღიარება, შესაბამისად ვერ გახდება ყირიმის სტატუსის რაიმე ცვლილების საფუძველი“. რეზოლუცია მოუწოდებს ყველა ქვეყანას და საერთაშორისო ორგანიზაციას, არ სცნონ და არ მოიაზრონ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსის ცნობა.
რუსეთის ფედერაცია ეწინააღმდეგება „ანექსიის“ იარლიყს და როგორც ვლადიმირ პუტინი განსაზღვრავს, რეფერენდუმი იყო ხალხის თვითგამორკვევის უფლების რეალიზაცია. 2015 წლის ივლისში რუსეთის პრემიერ-მინისტრამა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ყირიმი სრულად იქნა ინტეგრირებული რუსეთთან.