![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/36/Penny_black.jpg/640px-Penny_black.jpg&w=640&q=50)
შავი პენი
From Wikipedia, the free encyclopedia
შავი პენი (ინგლ. Penny Black) — მსოფლიოში პირველი საფოსტო მარკა, რომელიც გამოსცა გაერთიანებულმა სამეფომ, 1840 წლის 1 მაისს. მარკის შავ-თეთრ ნახატზე გამოსახულია დედოფალი ვიქტორია, მისი ღირებულება იყო 1 პენი. სწორედ შავი ნახატისა და ერთი პენის ღირებულების გამო ეწოდა ამ ლეგენდარულ მარკას „შავი პენის“ სახელი. მარკა მიმოქცევაში გამოვიდა არაოფიცილაურად 2 მაისს, ლონდონში, ხოლო 6 მაისიდან ცირკულირებდა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიის ტერიტორიაზე. მარკის გამოშვებიდან რამდენიმე დღეში გამოვიდა მეორე მარკაც – „ლურჯი პენი“ (ინგლ. Two Pence Blue) ლურჯ ფერში შესრულებული დედოფალ ვიქტორიას პორტრეტით და 2 პენსის ღირებულებით.
შავი პენი | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ადგილი | ლონდონი |
გამოცემის თარიღი | 1 მაისი 1840–თებერვალი 1841 |
ბეჭდვა | მეტალოგრაფია |
განსაკუთრებულობა | მსოფლიოს პირველი მარკა |
ნომინალი | 1 პენი |
სავარაუდო ფასი | 3–4.000 გირვანქა სტერლინგი (გამოუყენებელი) |
ბოლოს მსოფლიოს პირველი მარკები 2009 წელის 6 მარტს სოტბის აუქციონზე გამოიტანეს. შავი პენის სუფთა ეგზემპლარი 20, 625 გირვანქა სტერლინგად, ხოლო ლურჯი პენის წყვილი მარკა — 54, 050 გირვანაქა სტერლინგად გაიყიდა[1]