შამგონა
სოფელი საქართველოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში / From Wikipedia, the free encyclopedia
შამგონა — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი.[2] იგი მდინარე ენგურსა და რუხისწყალს შორის მოქცეული საქართველოს ერთადერთი კუნძულია, რომელზეც ცალკე დასახლებული პუნქტია გაშენებული.
სოფელი | |
---|---|
შამგონა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
თემი | შამგონა |
კოორდინატები | 42°31′28″ ჩ. გ. 41°46′41″ ა. გ. |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1605[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
შამგონა ესაზღვრება გალის მუნიციპალიტეტის სოფლებს — სიდასა და თაგილონს. ეს პატარა კუნძული XVII საუკუნის ნახევარში წყალდიდობის შედეგად წარმოიშვა. წინათ შამგონის ტერიტორია ნახევარკუნძულს წარმოადგენდა. წარსულში კუნძული დაფარული ყოფილა ტყით და უნაყოფო ვენახით, რომელსაც „შამგუს“ უწოდებდნენ. ვენახის სახელწოდების მიხედვით „შამგონად“ იწოდა.
კუნძულზე მოსახლეობა XVII საუკუნის მიწურულს გაჩნდა. გადმოცემით პირველი მოსახლე გვარად მიჯგვარია ყოფილა. XVIII საუკუნის შუა ხანებში დაარსდა ეკლესია, რომელიც შემდგომში ერთ-ერთი წყალდიდობის დროს დანგრეულა. ეკლესია კვლავ აშენდა სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე.