გალი
ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში / From Wikipedia, the free encyclopedia
გალი (აფხ. Гал, მეგრ. ღალი — „ღელე“) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ქალაქად გამოცხადდა 1932 წელს. ქალაქი მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ერისწყლის ორივე ნაპირზე. არქანჯელო ლამბერტის რუკაზე (1654) გოგიელის სახელით არის აღნიშნული. იგი ამ დროს ოდიშის სამთავროში შედიოდა. 1906 წელს სამურზაყანოს ცენტრი ოქუმიდან გალში გადაიტანეს, 1928-1930 წლებში მაზრის ცენტრი იყო. გალში არის რკინიგზის სადგური, ჩაის და ეთერზეთების ქარხნები, თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
ტერმინს „გალი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გალი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
გალი აფხ. Гал | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | გალის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°37′40″ ჩ. გ. 41°44′10″ ა. გ. |
ამჟამინდელი სტატუსი | 1932 |
მოსახლეობა | 7200 კაცი (2003) |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | +995 447[1] |
საფოსტო ინდექსი | 6800[2] |
საავტომობილო კოდი | ABH |
დახურვა
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.