შანხაი
From Wikipedia, the free encyclopedia
შანხაი (ჩინ.: 上海, Shànghǎi) — ჩინეთის უდიდესი ქალაქი. შანხაი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კულტურული, კომერციული, ფინანსური, ინდუსტრიული და საკომუნიკაციო ცენტრია. მდებარეობს მდინარე იანძის დელტაში. აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვიდან 50 კმ. შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც პროვინციის დონის სტატუსი აქვს. შანხაიში მდებარეობს ასევე მსოფლიოს ყველაზე დატვირთული საზღვაო პორტი სინგაპურისა და როტერდამის შემდეგ. არის საავტომობილო და სარკინიგზო გზების კვანძი, განვითარებულია მრეწველობა. მოქმედებს განათლების და კულტურის დაწესებულებები. შემორჩენილია XVI-XIX საუკუნეების არქიტექტურული ძეგლები.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
შანხაი | |
ქვეყანა | ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა |
შიდა დაყოფა | Huangpu District, Xuhui District, Changning District, Jing'an District, Putuo District, Hongkou, Yangpu District, Minhang District, Baoshan District, Jiading, ფუტუნგი, Jinshan District, Songjiang, Qingpu, Fengxian District და Chongming District |
კოორდინატები | 31°10′00″ ჩ. გ. 121°28′00″ ა. გ. |
მმართველი | Gong Zheng |
დაარსდა | 1 ოქტომბერი, 1949 |
ფართობი | 6341±1 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 4±1 მეტრი |
მოსახლეობა | 24 870 895 (2020)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 21 |
საფოსტო ინდექსი | 200000 |
საავტომობილო კოდი | 沪A |
ოფიციალური საიტი | https://www.shanghai.gov.cn/, https://english.shanghai.gov.cn/nw46669/index.html და https://www.shanghai.gov.cn/ |
თავდაპირველად ერთი მიყრუებული მეთევზეთა სოფელი, შანხაი ჩინეთის უმნიშვნელოვანესი ქალაქი გახდა მე-20 საუკუნის დასაწყისში. ეს იყო ჩინეთის პოპულარული კულტურის, ინტელექტუალური გაცვლისა და პოლიტიკური ინტრიგების ცენტრი. 1949 წლის შემდეგ ქალაქის ცხოვრების რიტმი შენელდა მთავრობის მიერ შემოღებული მძიმე გადასახადების გამო. 1992 წლიდან შანხაიმ სწრაფი განვითარება დაიწყო და მალევე გაასწრო შენჟენსა და გუანჯჟოუს და გახდა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ფორპოსტი.