შაპურ I
From Wikipedia, the free encyclopedia
შაპურ I (სპარს. شاپور დ. 215 — გ. მაისი, 270, ნიშაბური ) — სასანიდთა დინასტიის მე-2 შაჰინშაჰი 241—270 წლებში, სასანიანთა დინასტიისა და იმპერიის დამფუძნებლის, არდაშირ I-ის[3] ვაჟი.
სწრაფი ფაქტები მმართ. დასაწყისი:, მმართ. დასასრული: ...
შაპურ I | |
---|---|
شاپور | |
სასანიდური ირანის მე-2 შაჰინშაჰი[1] | |
მმართ. დასაწყისი: | 241 |
მმართ. დასასრული: | მაისი, 270 |
წინამორბედი: | არდაშირ I |
მემკვიდრე: | ჰორმიზდ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 215 |
დაბ. ადგილი: | სავარაუდოდ ფარსი |
გარდ. თარიღი: | მაისი, 270 |
გარდ. ადგილი: | ნიშაბური |
შვილები: |
ჰორმიზდ I ბაჰრამ I ნარსე |
დინასტია: | სასანიანები |
მამა: | არდაშირ I |
დედა: | მიროდი[2] |
რელიგია: | ზოროასტრიზმი |
დახურვა
მისი მმართველობის პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენა რომის იმპერიის დამარცხება იყო ედესის ბრძოლაში, რომლის დროსაც თვით იმპერატორი ვალერიანე ჩავარდა ტყვედ. ხორასანში მიმდინარე აჯანყებების მიუხედავად შაპური კარგად იგერიებდა რომაელთა თავდასხმებს მესოპოტამიაზე.
შაპურის დროს დაიწყო კულტურის პროგრესი ირანში. დაიხვეწა დეკორაციები, აშენდა მრავალი სასახლე, შენობა, ზოროასტრიზმის მიმდევართა ტაძრები. 270 წელს, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა მოურჩენელი დაავადებით. მის შემდეგ ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა, ჰორმიზდ I-მა.