შაჰიდ ხაყან აბასი
პაკისტანელი პოლიტიკოსი / From Wikipedia, the free encyclopedia
შაჰიდ ხაყან აბასი (ურდუ شاہد خاقان عباسی; დ. 27 დეკემბერი 1958, კარაჩი, სინდი, პაკისტანი) — პაკისტანელი პოლიტიკოსი, რომელიც 2017 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 31 მაისამდე პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იყო. პოლიტიკაში მოსვლამდე ელექტროინჟინერი და ბიზნესმენი იყო. პაკისტანის მუსლიმთა ლიგის წევრი აბასი, 2013 წლიდან 2017 წლამდე, შარიფის მესამე კაბინეტში ნავთობისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად და 2008 წელს გილანის სამთავრობო კაბინეტში, მოკლე დროით ვაჭრობის მინისტრის პორტფელს იკავებდა.[1][2][3]
სწრაფი ფაქტები თანამდებობაზე ყოფნის დრო, პრეზიდენტი ...
შაჰიდ ხაყან აბასი شاہد خاقان عباسی | |
პაკისტანის 24-ე პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 აგვისტო, 2017 – 31 მაისი, 2018 | |
პრეზიდენტი | მამნუნ ჰუსეინი |
წინამორბედი | ნავაზ შარიფი |
მემკვიდრე | იმრან ხანი |
ნავთობისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 ივნისი, 2013 – 28 ივლისი, 2017 | |
პრემიერ-მინისტრი | ნავაზ შარიფი |
წინამორბედი | ასიმ ჰუსეინი |
ვაჭრობის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
31 მარტი, 2008 – 13 მაისი, 2008 | |
პრემიერ-მინისტრი | იუსიფ რაზა გილანი |
წინამორბედი | ჰუმაიუნ ახტარ ხანი |
მემკვიდრე | ამინ ფაჰიმი |
პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 დეკემბერი,1997 – 12 ოქტომბერი, 1999 | |
პრემიერ-მინისტრი | ნავაზ შარიფი |
წინამორბედი | ფარუხ უმარი |
მემკვიდრე | აჰმად საიდი |
დაბადებული | 27 დეკემბერი, 1958 (1958-12-27) (65 წლის) კარაჩი, სინდი პაკისტანი |
პოლიტიკური პარტია | პაკისტანის მუსლიმთა ლიგა |
მამა | ხაყან აბასი |
განათლება | კალიფორნიის უნივერსიტეტი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი |
რელიგია | სუნიტი მუსლიმი |
დახურვა