შირვანშაჰების სასახლე
From Wikipedia, the free encyclopedia
შირვანშაჰების სასახლე ბაქოში (აზერ. Şirvanşahlar sarayı) — შუა საუკუნეების აზერბაიჯანის ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი. ანსამბლში შედის: სასახლის 2-სართულიანი შენობა (ყველაზე ძველია კომპლექსში), დივანხანე რვაწახნაგა დარბაზით, რომლის 5 წახნაგს ამშვენებს თარებიანი გალერეა (XV საუკუნე), გეგმით სწორკუთხა საძვალე (1435), 2-გუმბათიანი მეჩეთი და მინარეთი (1442) სეიდ იაჰია ბაქუვის მომცრო მავზოლეუმი, აღმოსავლეთის კარი (1585), აბანო. დეკორი ძუნწია. შირვანშაჰების სასახლეში მუზეუმია.
ძველი ქალაქი ბაქო* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | აზერბაიჯანი | |
ტიპი | კულტურული | |
კრიტერიუმები | iv | |
სია | ||
რეგიონი** | ევროპა | |
კოორდინატები | 40°21′58″ ჩ. გ. 49°50′06″ ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 2000 (24-ე სესია) | |
ნომერი | 958 | |
საფრთხის ქვეშ | 2003-2009 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
სასახლის კომპლექსი აშენდა XIII—XVI საუკუნეების პერიოდში[1]. სასახლის მშენებლობა უკავშირდებოდა შირვანშაჰების სახელმწიფოს დედაქალაქის გადატანას ბაქოდან შამახიში.
ანსამბლის მშენებლები ეყრდნობოდნენ შირვან-აფშერონის არქიტექტურული სკოლის ძველ ტრადიციებს [2].
1964 წელს სასახლის კომპლექსი გამოცხადდა მუზეუმ-ნაკრძალად და სახელმწიფო დაცვის ქვეშ იყო აყვანილი. 2000 წელს, უნიკალური არქიტექტურული და კულტურული ანსამბლი, ქალაქის ისტორიული ნაწილისა და ქალწულის კოშკთან ერთად, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. დღეს შირვანშაჰების სასახლე აზერბაიჯანის არქიტექტურის ერთ-ერთ მარგალიტად ითვლება[3].