შხარა
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და ყაბარდო-ბალყარეთში / From Wikipedia, the free encyclopedia
შხარა — საქართველოს უმაღლესი მწვერვალი. ზემო სვანეთში, საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე.
შხარა | |
---|---|
შხარა | |
კოორდინატები: 42°59′58″ ჩ. გ. 43°06′42″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 5203 მ |
ქედი | კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი |
ამგებელი ქანები | გრანიტი და კრისტალოვანი ფიქალი |
პირველი ასვლა | ალმერი, კოკინი, როთი (1888) |
უმარტივესი მარშრუტი | თოვლ-ყინულოვანი |
სურათები ვიკისაწყობში |
სვანურ ენაზე შხარა „ცხრას“ ნიშნავს და მის ქედზე არსებულ მრავალ მწვერვალზე მიუთითებს. იგი წარმოადგენს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის უმაღლეს წერტილს და კავკასიონის მთათა სისტემაში სიმაღლით მეორე ადგილს იყოფს მწვერვალ დიხთაუსთან, იალბუზის შემდეგ.
მთავარი შხარის სიმაღლე ზღვის დონიდან 5203 მეტრა, იგი აგებულია გრანიტისა და კრისტალოვანი ფიქალისაგან. ჩრდილოეთის მხრიდან მყინვარი ბეზენგი, სამხრეთიდან — შხარის მყინვარი. საზღვარი საქართველოსა და ყაბარდო-ბალყარეთს შორის გადის მის ქედზე.
ზოგიერთი წყაროს ცნობით, შხარას სიმაღლე 5208 მეტრია.[1] მისი დასავლეთი და ცენტრალური მწვერვალები აგრეთვე 5000 მეტრს ზემოთ მდებარეობენ. სამხრეთი მხარე კავკასიონის და ევროპის ერთ-ერთ უმაღლეს კედლად ითვლება და ის 2300 მეტრს აღწევს მთის ძირიდან მწვერვალამდე. შხარაზე არ არსებობს დაბალი და საშუალო კატეგორიის მარშრუტი ასასვლელად და დასაშვებად. კავკასიური შეფასების შკალით საშუალოდ 5ა - 6ა კატეგორიის გზები გვხვდება, რაც მის განსაკუთრებულ სირთულეზე მიუთითებს.