ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური ეკლესია თბილისში. მდებარეობს ჩუღურეთში, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე.
წმინდა ნიკოლოზის ეკლესია | |
წმინდა ნიკოლოზის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°42′05″ ჩ. გ. 44°48′25″ ა. გ. |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | ჩუღურეთის რაიონი |
ადგილმდებარეობა | თბილისი |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
თარიღდება | 1857-1904 |
ეკლესიას თავდაპირველად „ჯუარის გამოჩენისა“ ერქვა და უგუმბათო იყო, პატარა ზომის, ქვითკირით ნაშენი. დ. კარიჭაშვილის კატალოგის მიხედვით ის ძველი ეკლესიის საძირკველზე დეკანოზ პეტრე იმნაძეს აუგია 1812 წელს. 1857-1859 წლებში პეტრე იმნაძის შვილის, დეკანოზ იოანეს მეცადინეობით ეკლესია გადააკეთეს, დასავლეთიდან კარიბჭე-საძვალე მიაშენეს და წმინდა ნიკოლოზის სახელზე აკურთხეს. 1861-1863 წლებში იოანეს ძე პეტრემ ეკლესიას გუმბათი დაადგა.
1901-1904 წლებში საქართველოს ეგზარქოსის ნებართვით და მღვდელ სოლომონ შოშიაშვილის თაოსნობით, მრველიდან შეგროვებული სახსრებით ეკლესია გააფართოვეს, მას მიემატა ჩრდილოეთის და სამხრეთის მკლავები. 1901-1902 წლებში თბილისელმა თვითნასწავლმა მხატვარმა გიგო ზაზიაშვილმა ეკლესიის კედლები მოხატა თამარ მეფისა და დავით აღმაშნეებლის ფრესკებით, მანვე აღადგინა ეკლესიის ძველი მხატვრობა. მღვდელ შოშიაშვილის ინიციატივით XIX საუკუნის 80-90-იან წლებში ეკლესიასთან დაარსდა ქართული სამრევლო სასწავლებელი. 1920-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა. მოგვიანებით ეკლესიის შენობა „ქართული ფოლკლორის თეატრს“ დაეთმო. 1982 წელს ჩატარდა ეკლესიის შემოგარენის რეკონსტრუქცია (არქიტეტორები შ. ყავლაშვილი და გ. ბათიაშვილი). 1990-იან წლებში დეკანოზ გრიგოლ გოცირიძის ძალისხმევით მოხდა ეკლესიის რესტავრირება და აღდგა ღვთისმსახურება.