წალკოტი
სოფელი აფხაზეთში, საქართველოში / From Wikipedia, the free encyclopedia
წალკოტი[1][2] (აფხ. Лаԥсҭарха[3] [ლაფსთარხა]; ყოფილი ბარონოვო — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[4]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (ხეივნის თემი), შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე ლაფსთის ნაპირას. ზღვის დონიდან 80 მ, გაგრიდან 35 კმ, განთიადიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 5 კმ.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
წალკოტი აფხ. Лаԥсҭарха | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არაფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გაგრის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხეივანი |
კოორდინატები | 43°24′42″ ჩ. გ. 40°03′16″ ა. გ. |
ადრეული სახელები | ბარანოვო |
მოსახლეობა | 724 კაცი (1989) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.