ჭალაათის უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და ყაბარდო-ბალყ / From Wikipedia, the free encyclopedia
ჭალაათის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4200 მ. აგებულია კამბრიულისწინა და პალეოზოური კრისტალური ფიქლებითა და გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. აკავშირებს მდინარეების მესტიაჭალისა (ენგურის აუზი) და ადილსუს (ბაქსანის აუზი) ხეობებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭალაათი. |
სწრაფი ფაქტები ჭალაათის უღელტეხილი ...
ჭალაათის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 43°08′09″ ჩ. გ. 42°40′30″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 4200 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
აკავშირებს | მესტიაჭალისა და ადილსუს ხეობებს |
ამგებელი ქანები | კრისტალური ფიქლებითა და გრანიტოიდი |
ლანდშაფტი | ნივალური |
დახურვა