ხორინ-ირგის ნახევარკუნძული
From Wikipedia, the free encyclopedia
ხორინ-ირგის ნახევარკუნძული (ბურ. Хорин-Ирги; რუს. Кобылья Голова) — ნახევარკუნძული ბაიკალის ტბაში. მდებარეობს ოლხონის კუნძულზე, „მცირე ზღვასა“ და ოლხონის ჭიშკარს შორის. სიგრძე დაახლოებით 4 კმ. ვიწრო და ბორცვიანი ნახევარკუნძული ღრმად იჭრება ტბაში და მთავრდება ამავე სახელწოდების კონცხით. 1901 წლის ოქტომბერში ხორინ-ირგის ნახევარკუნძულთან მოხდა კატასტროფა — ჩაიძირა გემი „პოტაპოვი“, რომელიც კლდეს შეეჯახა.[1] ხორინ-ირგის ნახევარკუნძული მოქცეულია იმიერბაიკალეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.[2]
სწრაფი ფაქტები ხორინ-ირგის ნახევარკუნძული ...
ხორინ-ირგის ნახევარკუნძული | |
---|---|
კოორდინატები: 53°04′21″ ჩ. გ. 106°55′50″ ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
სიგრძე | 4 კმ |
აკვატორია | ბაიკალის ტბა |
დახურვა