From Wikipedia, the free encyclopedia
ჯოზუე კარდუჩი (იტ. Giosuè Carducci) (27 ივლისი 1835, ვალდიკასტელო, იტალია - 16 თებერვალი 1907, ბოლონია, იტალია) — იტალიელი პოეტი, მწერალი, ლიტერატურის კრიტიკოსი და მასწავლებელი. იგი ითვლება თანამედროვე იტალიის ეროვნულ პოეტად.[8][9][10] 1906 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „არა მხოლოდ ღრმა შემეცნებითი და კრიტიკული კვლევის, არამედ შემოქმედებითი ენერგიის, სტილის სიახლისა და მისი პოეტური შედევრების ლირიკული ძლიერებისთვის".[11]კარდუჩი პირველი იტალიელი ნობელიანტია ლიტერატურაში.[12]
ჯოზუე კარდუჩი | |
---|---|
იტალ. Giosuè Carducci | |
სრული სახელი | ჯოზუე ალესანდრო ჯუზეპე კარდუჩ |
დაბადების თარიღი | 27 ივლისი, 1835 |
დაბადების ადგილი | პიეტრასანტა, ტოსკანა, იტალია |
გარდაცვალების თარიღი | 16 თებერვალი, 1907 |
გარდაცვალების ადგილი | ბოლონია, იტალია |
დასაფლავებულია | Certosa di Bologna[1] |
ფსევდონიმი | Enotrio Romano[2] |
საქმიანობა | პოეტი |
ეროვნება | იტალიელი |
მოქალაქეობა | იტალიის სამეფო |
ალმა-მატერი | convent of Scolopi[1] და Scuola Normale Superiore. Classe di Lettere e Filosofia[3] [1] |
ჯილდოები | ნობელის პრემია ლიტერატურაში[4] [5] [6] [1] |
მეუღლე | Elvira Menicucci[7] |
შვილ(ებ)ი | Beatrice Carducci და Libertà Carducci[7] |
ხელმოწერა | |
ჯოზუე კარდუჩი ტოსკანის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში,ლუკას პროვინციის პატარა ქალაქ პიეტრასანტაში დაიბადა. მამამისი ექიმი იყო. იგი მხარს უჭერდა იტალიის გაერთიანებას და კარბონარების ორგანიზაციის წევრთა რიგებში ირიცხებოდა. მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო, კარდუჩის ბავშვობის პერიოდში ოჯახს რამდენჯერმე მოუწია საცხოვრებლის შეცვლა. საბოლოოდ რამდენიმე წლით ფლორენციაში დასახლდნენ.
სკოლაში სწავლის წლებში კარდუჩი მოხიბლული იყო ბერძნული და ანტიკური რომაული სტილით. ზრდასრულობისას შექმნილ მის ნამუშევრებში კლასიკური სტილის გავლენა იგრძნობა, რომლებშც ხშირად ჰორაციუსისა და ვირგილიუსის საზომებია გამოყენებული. ჯოზუე კარდუჩიმ იტალიურად თარგმნა ჰომეროსის ნაშრომის - ილიადა - მეცხრე წიგნი.
კარდუჩმა პრესტიჟული სასწავლებლის სტიპენდია მოიპოვა, სადაც სწავლა 1856 წელს დაასრულა, რის შემდეგაც სკოლაში დაიწყო მუშაობა. მომდევნო წელს მან პირველი პოეტური კრებული „Rime“ გამოაქვეყნა. იმავე წელს კარდუჩის მამა გარდაიცვალა, მისმა ძმამ კი თავი მოიკლა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.