From Wikipedia, the free encyclopedia
ჯორჯ ენდრიუ რომერო (ინგლ. George Andrew Romero; დ. 4 თებერვალი, 1940 — გ. 16 ივლისი, 2017) — ამერიკული წარმოშობის კანადელი კინორეჟისორი, სცენარისტი და მემონტაჟე, ცნობილი მისი სატირული ზომბი-აპოკალიპსური ფილმებით.
ჯორჯ რომერო | |
---|---|
რომერო 2009 წელს | |
მშობლიური სახელი | George A. Romero |
დაბადების სახელი | ჯორჯ ენდრიუ რომერო |
დაბადების თარიღი |
4 თებერვალი, 1940 ბრონქსი, ნიუ-იორკი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
16 ივლისი, 2017 (77 წლის) ტორონტო, ონტარიო, კანადა |
მოქალაქეობა |
აშშ კანადა |
ალმა-მატერი | კარნეგი-მელონის უნივერსიტეტი |
საქმიანობა |
|
მეუღლე(ები) |
ნენსი რომერო (იქ. 1971; განქ. 1978) კრისტინ ფორესტი (იქ. 1980; განქ. 2010) სიუზან დეროშე (იქ. 2011) |
შვილ(ებ)ი | 3 |
ჯორჯ ენდრიუ რომერო დაიბადა 1940 წლის 4 თებერვალს, ბრონქსში, ნიუ-იორკში, ანა დვროსკის და ჯორჯ რომეროს ოჯახში.[1] კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ[2] — 1960 წელს, რომერომ დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების და სატელევიზიო რეკლამების გადაღება.[3] 1960-იანი წლების ბოლოს მის მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა კომპანია „Image Ten Productions“ — კომპანია, რომელმაც მოგვიანებით აწარმოა საკულტო ფილმად აღიარებული „ცოცხალი მკვდრების ღამე“ (1968),[4] რომელიც ფილმების ეროვნული რეესტრის მიერ დაცულია კონგრესის ბიბლიოთეკაში, როგორც „კულტურულად, ისტორიულად ან ესთეტიკურად მნიშვნელოვანი ნაშრომი.[5] მისი სხვა ნამუშევრებია: „გარდაცვლილთა განთიადი“ (1978), „გარდაცვლილთა დღე“ (1985),[6] „შეშლილები“, „მარტინი“ (1978), „საშინელებათა კალეიდოსკოპი“ (1982), „მკვლელი მაიმუნი“ (1988), „ბნელი ნახევარი“ (1993) და „თავზეხელაღებული“ (2000). იგი აგრეთვე ტელესერიალ „საშიში ზღაპრების“ შექმნელი და აღმასრულებელი პროდიუსერია.[7]
რომერო მიჩნეულია საშინელებათა ჟანრის პიონერად და მოიხსენიება, როგორც „ზომბი-ფილმების მამა“.[8] მან გავლენა მოახდინა უამრავ კინემატოგრაფისტსა და მწერალზე, მათ შორისაა კომიქსების მწერალი რობერტ კირკმენი,[9] აგრეთვე რეჟისორები: სეთ გრემ-სმითი, ედგარ რაიტი[10] და ჯეკ ტომას სმითი.[11]
ჯორჯ რომერო გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი 77 წლის ასაკში, 2017 წლის 16 ივლისს, ტორონტოში.[12]
წელი | ფილმი | რეჟისორი | სცენარისტი | პროდიუსერი |
---|---|---|---|---|
1968 | „ცოცხალი მკვდრების ღამე“ | დიახ | დიახ | არა |
1971 | „როგორც ბუზები თაფლზე“ | დიახ | არა | არა |
1973 | „ჯადოქრების სეზონი“ | დიახ | დიახ | არა |
„შეშლილები“ | დიახ | დიახ | არა | |
1978 | „მარტინი“ | დიახ | დიახ | არა |
„მიცვალებულთა განთიადი“ | დიახ | დიახ | არა | |
1981 | „მრბოლელი რაინდები“ | დიახ | დიახ | არა |
1982 | „საშინელებათა კალეიდოსკოპი“ | დიახ | არა | არა |
1985 | „მიცვალებულთა დღე“ | დიახ | დიახ | არა |
1987 | „საშინელებათა კალეიდოსკოპი 2“ | არა | დიახ | არა |
1988 | „მკვლელი მაიმუნი“ | დიახ | დიახ | არა |
1990 | „ზღაპრები მუქი მხრიდან“ | არა | დიახ | არა |
„ორი გაბოროტებული მზერა“ | დიახ | დიახ | არა | |
„ცოცხალი მკვდრების ღამე“ | არა | დიახ | არა | |
1993 | „ბნელი ნახევარი“ | დიახ | დიახ | დიახ |
2000 | „თავზეხელაღებული“ | დიახ | დიახ | არა |
2005 | „მიცვალებულთა მიწა“ | დიახ | დიახ | არა |
2007 | „მიცვალებულთა დღიურები“ | დიახ | დიახ | დიახ |
2009 | „მკვდრების გადარჩენა“ | დიახ | დიახ | არა |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.