From Wikipedia, the free encyclopedia
ჰადრამავთი — ისტორიული ოლქი არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით. ძვ. წ. II-I ათასწლეულში აქ აღმოცენდა სახელმწიფო ჰადრამავთი. დედაქალაქი - შაბვა. მოხსენიებულია ბიბლიაში, ძვ. წ. VI-V საუკუნეების საბაელთა წარწერებში, ანტიკურ ავტორებთან. IV საუკუნეში ჰიმიარიტების სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. ჰადრამავთის ტერიტორიაზე არაბების მოსვლასთან ერთად აქ გავრცელდა არაბული ენა და ისლამი (VII საუკუნის I ნახევარი). ჰადრამავთი იყო ხარიჯიტების მოძრაობის გავრცელების ერთ-ერთი პირველი რაიონი. XI საუკუნის შუა წლებამდე ომანის ხელქვეითი იყო, შემდეგ იემენის სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა. 1888 წელს დიდმა ბრიტანეთმა დაამყარა პრტექტორატი ჰადრამავთის ერთ-ერთ სამთავროზე - კუაიტიზე, 1918 წელს - კასირზე. 30-იანი წლების დასასრულს ჰადრამავთი ბრიტანეთის აღმოსავლეთის პროტექტორატის ადენის შემადგენლობაში შევიდა. 1967 წელს ჰადრამავთი გათავისუფლებულ იქნა და შევიდა დამოუკიდებელი სამხრეთ იემენის სახალხო რესპუბლიკის (1970 წლიდან იემენის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა, 1990 წლიდან - იემენი) შემადგენლობაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.