ჰაერწვეთოვანი გადადება
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰაერწვეთოვანი ან აეროზოლური გადაცემა — ინფექციური დაავადების გადაცემა ჰაერში მცირე ნაწილაკების მეშვეობით.[2] ინფექციურ დაავადებები, რომლებსაც შეუძლიათ ჰაერწვეთოვანი გადაცემა, უამრავია როგორც ადამიანის, ისე ვეტერინარიის მედიცინაში. ინფექცია შეიძლება იყოს ვირუსი, ბაქტერია ან სოკო და ისინი შეიძლება გავრცელდეს სუნთქვით, ლაპარაკით, ხველებთ, ცემინებით, დამტვერვით, სითხეების შესხურებით, ტუალეტების გამორეცხვით, აეროზოლის ნაწილაკების ან წვეთების წარმოქმნით. არ მოიცავს ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულ დაავადებებს.
ჰაერწვეთოვანი გადაცემა ტრადიციულად განიხილება წვეთებით გადაცემისგან განსხვავებულად, თუმცა ეს არასწორია.[3][4]
ინდივიდები წარმოქმნიან აეროზოლებს და წვეთებს ზომისა და კონცენტრაციის ფართო დიაპაზონში და წარმოქმნილი რაოდენობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ადამიანისა და წარმოქმნის მიზეზის მიხედვით. 100 მიკრომეტრზე დიდი წვეთები ჩვეულებრივ ეცემა 2 მეტრში.[5] მცირე ნაწილაკებს შეუძლიათ ჰაერში პათოგენების გადატანა დიდი ხნის განმავლობაში.
ვინაიდან ამ ზომის დიაპაზონი ყველაზე ეფექტურად იფილტრება ცხვირის ლორწოვან გარსში,[6][7] COVID-19-ის ინფექციის პირველადი ადგილი, აეროზოლები და წვეთები[8] ხდება COVID-19 პანდემიის გავრცელების ერთ-ერთი უმთავრესი გზა.