COVID-19
From Wikipedia, the free encyclopedia
COVID-19 (ინგლ. COronaVIrus Disease 2019 — „კორონავირუსული დაავადება 2019“) — ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი 2 (SARS-CoV-2).[1] 2019 წლის ბოლოდან მოყოლებული, ვირუსი გლობალურად გავრცელდა და გამოიწვია კორონავირუსის პანდემია 2019-2020.[2][3] ზოგად სიმპტომებს შორის არის ტემპერატურის მომატება, ხველება და სუნთქვის უკმარისობა. შედარებით ნაკლებად წარმოჩენილი სიმპტომებია კუნთების ტკივილი, ნახველი და ყელის ტკივილი.[4] შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება პნევმონია და პოლიორგანული უკმარისობა.[2][5] ინფიცირებულთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1-დან 5 პროცენტამდეა, მაგრამ მერყეობს ასაკისა და სხვა თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით.[6][7]
ახალი კორონავირუსი (2019-nCoV) | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ახალი კორონავირუსი (2019-nCoV) | ||||||
ახალი კორონავირუსის აგებულება | ||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
| ||||||
ლათინური სახელი | ||||||
SARS-CoV-2 | ||||||
|
ერთი ადამიანიდან მეორეზე ინფექცია გადადის რესპირატორული წვეთებით, რომლებიც ძირითადად ხველებისა და დაცემინების დროს წარმოიქმნება.[8][9] სიმპტომები ინფიცირებიდან 2-14 დღეში ვლინდება, საშუალოდ კი 5 დღეში.[10][11] დიაგნოზირების სტანდარტული მეთოდია ყელ-ცხვირის ნაცხის ან ნახველის ნიმუშის პოლიმერაზის ჯაჭვის რევერსულ-ტრანსკრიფციული რეაქცია (rRT-PCR). ასევე შესაძლებელია სისხლის შრატის იმუნოანალიზის გამოყენება.[12] ინფექციის დიაგნოზის დასმა შესაძლებელია სიმპტომების კომბინაციით, რისკ-ფაქტორებითა და კომპიუტერული ტომოგრაფიისას პნევმონიის მახასიათებლების დაფიქსირებით.[13][14]
დაავადების თავიდან აცილების რეკომენდებულ ზომებს შორის არის ხელების ხშირი ბანვა, სხვა ადამიანებისგან დისტანციის შენარჩუნება და საკუთარ სახეზე ხელების არშეხება.[15] პირბადეების გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მათთვის, ვისაც ვირუსის დამახასიათებელი საეჭვო ნიშნები აღენიშნება; ნიღბის გამოყენება ჯანმრთელი ადამიანისთვის უსარგებლოა.[16][17] დაავადების მართბვა მოიცავს სიმპტომების მკურნალობას, მზრუნველობით მოვლას და ექსპერიმენტულ ზომებს.[18]
2020 წლის 30 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის 2019-2020 წლის ეპიდემია საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა,[19][20] 11 მარტს კი პანდემიად.[3] ადგილობრივი გადადება დაფიქსირდა დაავადების გავრცელების ყველა რეგიონში.[21]