From Wikipedia, the free encyclopedia
ჰანს ბეთე (გერმ. Hans Bethe; დ. 2 ივლისი, 1906, სტრასბურგი — გ. 6 მარტი, 2005, იტაკა) — გერმანელ-ამერიკელი ბირთვული ფიზიკოსი რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ასტროფიზიკის, კვანტური ელექტროდინამიკის და მყარი სხეულების ფიზიკაში და გახდა 1967 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში.[19][20]
ჰანს ბეთე დაიბადა 1906 წლის 2 ივლისს სტრასბურგში (გერმანიაში). იგი იყო ანა და ალბერტ ბეთეს ერთადერთი შვილი (ალბერტი იყო სტრასბურგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიწვეული ლექტორი).[21] მიუხედავად იმისა, რომ დედამისი (სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორის ქალიშვილი) ებრაელი იყო,[22] ჰანსი მამის მსგავსად პროტესტანტი იყო.[23] ასეთი რელიგიური ფონის მიუხედავად,[24] ცხოვრების შემდგომ პერიოდში იგი საკუთარ თავს აღწერდა როგორც ათეისტს.[25]
1912 წელს ჰანსის მამამ მიიღო კიელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ისტიტუტის მოწვევა რის შემდეგაც ოჯახი ამავე ისნსტიტუტის დირექტორის ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. ოჯახს კიდევ ერთი გადასახლება 1915 წელს მოუწია, როდესაც ალბერტი ახალი ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად მიიწვიეს ფრანკფურტის გოეთეს უნნივერსიტეტში.[23]
ბეთე ესწრებოდა გოეთეს გიმნაზიის გაკვეთილებს (ფრანკფურტში). მისი განათლება შეწყდა 1916 წელს, როდესაც მას ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს და გაგზავნეს ბედ კრეუზნაჩში გამოსაჯანმრთელებლად. მკურნალობიდან დაბრუნების შემდეგ ჰანსმა საბოლოოდ დაამთავრა გოეთეს გიმნაზიის სამი კურსი (1922-1924).[26]
1924 წელს ბეთე შევიდა ფრანკფურტის უნივერსიტეტში. მან გადაწყვიტა ძირითადად ქიმიას გაჰქოლოდა. ფიზიკაში სწავლება კარგი არ იყო.
1926 წელს ბეთემ სწავლა განაგრძო მიუნხენის უნივერსიტეტში. მას აქ შეეძლო ესწავლა არნოლს ზომერფელდის ზედამხედველობის ქვეშ.[27][28]
ცხოვრების შემდგომ პერიოდში ბეთე იყო კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი.[29] მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში იგი ხელმძღვანელობდა თეორეტიკოს ფიზიკოსთა ჯგუფს საიდუმლო ლოს ალამოს ეროვნულ ლაბორატორიაში, რომლებმაც შექმნეს პირველი ატომური ბომბი.
ბეთეს ჰობებში შედიოდა მარკების შეგროვება.[30] მის ცოლი იყო როუზი და მათ ორი შვილი ჰყავდათ.[31] ჰანს ბეთე გარდაიცვალა 2005 წლის 6 მარტს იტაკაში, საკუთარ სახლში.[32]
ჰანს ბეთს ცხოვრების განმავლობაში მრავალი ჯილდო აქვს მოპოვებული. იგი 1947 წელს გახდა ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი[33] და ამავე წელს მან მიიღო ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ჰენრი დრაპერის მედალი.[34] მას აგრეთვე მიღებული აქვს: მაქს პლანკის მედალი (1955), სამეფო ასტრონომიული საზოგადოების ედინგტონის მედალი (1961), შეერთებული შტატების ატომური ენერგიის კომისიის ენრიკო ფერმის მედალი (1961), რუმფორდის პრიზი (1963)[35], ნობელის პრიზი ფიზიკაში (1967),[36] მეცნიერების ეროვნული მედალი (1975),[37] ოერსტედის მედალი (1993)[38], ბრიუსის მედალი (2001)[39] და ბენჟამინ ფრანკლინის მედალი მეცნიერებაში გამორჩეული მიღწევებისათვის (2005).[40]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.