ჰაროლდ მელვინ აგნიუ (ინგლ. Harold Melvin Agnew; დ. 28 მარტი, 1921, დენვერი — გ. 29 სექტემბერი, 2013, სოლანა ბიჩი) — ამერიკელი ფიზიკოსი, ცნობილი, როგორც ჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვის სამეცნიერო მეთვალყურე და ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის მესამე დირექტორი.

სწრაფი ფაქტები ჰაროლდ აგნიუ, დაბ. თარიღი ...
დახურვა

1942 წელს შეუერთდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეტალურგიული ლაბორატორიის სამეცნიერო ჯგუფის წევრებს, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ მანჰეტენის პროექტის ფარგლებში წარმოებული რადიოაქტიური ელემენტებისა და ბირთვული რეაქციების კვლევით. მოგვიანებით გახდა მსოფლიოში პირველი ბირთვული რეაქტორის — CP-1-ის ერთ-ერთი შემქმნელი. 1943 წელს სამუშაოდ გადავიდა ლოს-ალამოსის ლაბორატორიაში, სადაც კოკროფტ-უოლტონის გენერატორთან მუშაობდა. ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში, სადაც ენრიკო ფერმის ხელმძღვანელობით დაასრულა თავისი სადიპლომო ნაშრომი.

1949 წელს ისევ დაბრუნდა ლოს-ალამოსში და მონაწილეობა მიიღო თერმობირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოცდაში, რომელიც 1954 წლის 1 მარტს ბიკინის ატოლზე განახორციელეს (მარშალის კუნძულები). 1964 წელს ბირთვული იარაღის დამმუშავებელი ქვეგანყოფილების მმართველი გახდა. 1955-1961 წლებში იყო ნიუ-მექსიკოს შტატის სენატორი, 1961-1964 წლებში ევროპაში განთავსებული ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სამეცნიერო კონსულტანტი. 1970-1979 წლებში იყო ლოს-ალამოსის ლაბორატორიის დირექტორი, ხოლო როდესაც ეს პოსტი დატოვა, ბირთვული ტექნოლოგიების პროექტებით დაკავებული კომპანიიის — General Atomics-ის პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გახდა. გარდაიცვალა 2013 წლის 29 სექტემბერს, საკუთარ სახლში სოლანა-ბიჩში (კალიფორნია).

ადრეული წლები და განათლება

Thumb
ჰაროლდ აგნიუ ტინიანზე 1945 წელს, ხელში უჭირავს ატომური ბომბი სახელწოდებით „სქელუნა“, რომელიც მოგვიანებით ნაგასაკში ჩამოაგდეს.
Thumb
ბევერლი აგნიუ

ჰაროლდ მელვინ აგნიუ დაიბადა 1921 წლის 28 მარტს დენვერში, კოლორადოს შტატში. ქვისდამმუშავებელთა ოჯახში იგი ერთადერთი ბავშვი იყო. საშუალო განათლება მიიღო დენვერის სამხრეთ სკოლაში, სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო დენვერის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე. იყო საშუალო დონის სოფტბოლისტი, უნივერსიტეტის ნაკრებთან ერთად მოგებული ჰქონდა სკოლის ჩემპიონატი. ამ უნივერსიტეტში სწავლა 1942 წლის იანვარში დაასრულა და მიიღო სტიპენდია იელის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად.[8][9]

იაპონელთა მიერ პერლ-ჰარბორის დაბომბვის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები იძულებული გახდა მეორე მსოფლიო ომის წყნაროკეანურ სამხედრო მოქმედებებში ჩართულიყო. ჰაროლდი და მისი მეგობარი გოგონა, ბევერლი, რომლებიც კლასელები, ხოლო შემდეგ თანაჯგუფელები იყვნნენ, შეეცადნენ აშშ-ის საავიაციო კორპუსს შეერთებოდნენ. მაგრამ ისინი დაარწმუნეს, რომ ხელი არ მოეწერათ სამხედრო კორპუსში მისაღებ საბუთებზე. ამის ნაცვლად, დენვერის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მმართველმა, ჯოის სტერნმა, აგნიუ დაარწმუნა, რომ მასთან ერთად გადასულიყო ჩიკაგოს უნივერსიტეტში. სადაც, მოგვიანებით, სტერნსი ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეტალურგიული ლაბორატორიის ერთ-ერთი მმართველი გახდა. აგნიუს საკმარისი კრედიტები აღმოაჩნდა სწავლის გასაგრძელებლად, ბევერლის კი არა. 1942 წლის 2 მაისს ჰაროლდი და ბევერლი დენვერში დაქორწინდნენ. ამის შემდეგ ისინი ჩიკაგოში გადავიდნენ, სადაც ბევერლი მეტალურგიული ლაბორატორიის მმართველის — რიჩარდ დოანის მდივანი გახდა. აგნიუსა და ბევერლის ორი შვილი ჰყავდათ: ნენსი და ჯონი.[10][11]

მეტალურგიულ ლაბორატორიაში აგნიუ ენრიკო ფერმისთან, უოლტერ ზინთან და ჰერბერტ ანდერსონთან ერთად მუშაობდა.[10] მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში პირველი ბირთვული რეაქტორის — CP-1-ის მშენებლობაში. თავდაპირველად აგნიუ საზომი ხელსაწყოებით მუშაობდა. გეიგერის მთვლელი კალიბრდებოდა რადონისა და ბერილიუმის გამოყენებით, რის შედეგადაც აგნიუმ მიიღო რადიაციის ძალიან მაღალი დასხივება. შემდეგ ის გადაიყვანეს გრაფიტული ბლოკების მოსაწყობად, რომლებიც რეაქტორში ნეიტრონების შენელებისთვის იყო საჭირო. აგნიუ ასევე მოწმე იყო პირველი კონტროლირებადი ჯაჭვური ბირთვული რეაქციისა, რომელიც 1942 წლის 2 დეკემბერს განხორციელდა.[10][12][9]

აგნიუ და ბევერლი ლოს-ალამოსის ლაბორატორიაში 1943 წლის მარტში გადავიდნენ.[9] ბერნანდ ვალდმანთან ერთად, ისინი თავდაპირველად ერბანა-შამპეინში მდებარე ილინოისის უნივერსიტეტში წავიდნენ, სადაც მამაკაცებმა კოკროფტ-უოლტონის გენერატორისა და ნაწილაკების ამაჩქარებლის დემონტაჟი მოახდინეს, რომლის დროსაც ბევერლიმ ყველა ნაწილი აღრიცხა. ამის შემდეგ დეტალები საზღვაო გზით ნიუ-მექსიკოში გააგზავნეს, სადაც ტვირთს ბევერლი და აგნიუ დახვდნენ და ლაბორატორიაში მიიტანეს. შემდეგ ბევერლიმ მდივნად მუშაობდა განაგრძო, საწყის ეტაპზე მანჰეტენის პროექტის ხელმძღვანელთან - რობერტ ოპენჰაიმერთან, მოგვიანებით კი ფიზიკური ქვეგანყოფილების მეთაურ რობერტ ბაჩერთან. ჰაროლდი კი ამაჩქარებლის ხელახალი მოწყობის საქმეში იყო ჩართული, რომელიც ჯონ მენლის ჯგუფს უნდა გამოეყენებინა ექსპერიმენტებისთვის.[13][11]

როდესაც ექსპერიმენტული სამუშაოდან დაბრუნდნენ, აგნიუ პროექტ ალბერტას სამუშაო ჯგუფში გადაიყვანეს, რომელიც მანჰეტენის პროექტის ერთ-ერთ სექციას წარმოადგენდა. აგნიუმ მუშაობა ლუის ალვარესის ჯგუფში განაგრძო, რომელთა მთავარი ამოცანა ბირთვული აფეთქებების პროცესებზე დაკვირვება იყო. აგნიუმ, ალვარესთან და ლოურენს ჯონსონთან ერთად, მოიფიქრა ბირთვულის აფეთქების ძალის გასაზომი მეთოდი, რომელიც პარაშუტის საშუალებით ჩამოვარდნილი ბომბის სიძლიერესა და ნგრევის მასშტაბებს მასზე დამაგრებული მოწყობილობის საშუალებით გამოითვლიდა და ამ პროცესებზე ჰაერიდან დამკვირვებელ ჯგუფს ინფორმაციას მიაწვდიდა.[14] 1945 წლის ივნისში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავ Douglas C-54 Skymaster-ის საშუალებით აგნიუ წყნარი ოკეანეში მდებარე მარიანას არქიპელაგის კუნძულ ტინიანზე გადაიყვანეს. კუნძულზე ჩასვლილას აგნიუს პირველი დავალება მის მიერ შექმნილი ხელსაწყოს Boeing B-29 Superfortress-ის ტიპის The Great Artiste-ის ბომბდამშენზე დამაგრება იყო.თარგი:Нп5[15]

1945 წლის 6 აგვისტოს, ჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვის დროს, აგნიუ, ალვარესთან და ჯონსონთან ერთად სამეცნიერო მეთვალყურის სტატუსით იმყოფებოდა The Great Artiste-ის ბორტზე. თვითმფრინავს ჩარლზ სუინი მართავდა და იგი სტრატეგიულ ბომბმდამშენ Boeing B-29 Superfortress-ს მიყვებოდა, რომელმაც ატომური ბომბი ბიჭუნა ჰიროსიმაში ჩამოაგდო. აგნიუმ დაბომბვის კადრები კამერით გადაიღო და ის დღემდე არსებული ერთადერთი ვიდეომასალაა, რომელიც ჰიროსიმის დაბომბვას ასახავს საჰაერო სივრციდან.[14][16][17]

ომის დასრულების შემდეგ აგნიუ ჩიკაგოს უნივერსიტეტში მოხვდა, სადაც ენრიკო ფერმის ხელმძღვანელობით თავისი სადიპლომო ნაშრომი დაასრულა. ბევერლი და აგნიუ ფერმისთან და მის ოჯახთან ერთად ცხოვრობდნენ.[13] 1948 წელს აგნიუმ მაგისტრის, ხოლო 1949 წელს დოქტორის ხარისხი მიიღო.[10][18]

ლოს ალამოსი

Thumb
ჰაროლდ აგნიუ 1974 წელს, 30 წლიან სამუშაო გამოცდილებისთვის მინიჭებულ ჯილდოსთან ერთად.

სწავლის დასრულების შემდეგ აგნიუ ლოს-ალამოსში დაბრუნდა და ეროვნულ კვლევით ცენტრის ფიზიკის განყოფილებაში იარაღის განვითარებაზე დაიწყო მუშაობა.[17] 1950 წელს გადაიყვანეს თერმობირთვული იარაღის შესაქმნელ პროექტში და გახდა 1954 წლის 1 მარტს, ბიკინის ატოლზე დაგეგმილი თერმობირთვული იარაღის ასაფეთქებელი მოწყობილობის გამომცდელი პროექტის მთავარი ინჟინერი.[19][10] 1964 წელს გახდა თერმობირთვული იარაღის განყოფილების მმართველი.[17]

1955-1961 წლებში იყო ნიუ-მექსიკოს შტატის სენატორი.[20] სენატორები შრომის ანაზღაურების გარეშე მუშაობდნენ, გასამრჯელოდ დღეში მხოლოდ 5 დოლარს უხდიდნენ;[21] ამიტომაც ეს სამუშაო წლის განმავლობაში მხოლოდ 30 აღრიცხულ და 60 აღურიცხავ დღეს მოიცავდა. აგნიუ შეეცადა ნიუ-მექსიკოს კანონმდებლობის შეცვლას, რაც ალკოჰოლზე განსაზღვრული მინიმალური დანამატის დაწესებას გულისხმობდა. მისი მცდელობა 1957 წელს წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა, მოგვიანებით, 1963 წელს ეს კანონი მაინც მიიღეს.[22]

1961-1964 წლებში აგნიუ ევროპაში მდებარე ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სამეცნიერო კონსულტანტად მუშაობდა. პარალელურად, მრავალი წლის განმავლობაში, სხვადასხვა სამხედრო უწყებებში საკონსულტაციო თანამდებობებიც ეკავა. 1957-1968 წლებში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი. 1966-1970 წლებში აშშ-ის არმიის სამხედრო განვითარების სარდლობის სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე. 1966-1970 წლებში აშშ-ის სამეცნიერო-თავდაცვითი საბჭოს წევრი, 1966-1974 წლებში აშშ-ის არმიის სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფის წევრი. 1978-1984 წლებში აშშ-ის არმიის სამხედრო საბჭოს წევრი.[17]

1970 წელს ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის დირექტორი გახდა, რომელიც იმ დროისათვის 7000-მდე თანამშრომელს ითვლიდა.[23] მისი მმართველობის დროს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. მისმა წინამორბედმა — ნორის ბრედბერიმ, ლაბორატორია პრაქტიკულად ნულიდან აღადგინა ომის შემდეგ; თანამშრომელთა უმრავლესობა, რომელის მან მოიწვია სამუშაოდ, საპენსიო ასაკს მიღწეულებისგან შედგებოდა.[24] აგნიუს მმართველობისას ლოს-ალამოსის ლაბორატორიაში შემუშავდა მიწისქვეშა დამცავი კომპლექსის საცდელი ვარიანტი, დასრულდა ნეიტრონების შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრის მშენებლობა, შეიძინეს პირველი სუპერკომპიუტერი Cray-1, გადაამზადეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები. აგნიუ შეეცადა ლაბორატორიაში თერმობირთვული „სარტყამი“ მოწყობილობის, უფრო კონკრეტულად კი W76-ის შექმნის ნებართვა მოეპოვებინა, რომელსაც წყალქვეშა ნავების — UGM-96 ტრაიდენტ I-ისა და UGM-133 ტრაიდენტ II-ის ბალისტიკურ რაკეტებში გამოიყენებდნენ; ასევე შეექმნა W78 „სარტყამი“ მოწყობილობა, რომელიც გამოყენებული იქნებოდა LGM-30 Minuteman-ის ბაზირების საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებში. მაგრამ მან ვერ მოიპოვა აშშ-ის ატომური ენერგიის კომისიის მხარდაჭერა. თუმცა, მოგვიანებით, 1970-იანი წლების ენერგეტიკული კრიზისის დროს, ლაბორატორიამ მაინც შეიმუშავა საწვავის ალტერნატიული მეთოდები.[24]

გვიანდელი წლები

Thumb
აგნიუ 2006 წელს.

1979 წელს აგნიუმ დატოვა ლოს-ალამოსის ლაბორატორია და კომპანია General Atomics-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი გახდა, სადაც ბირთვული ტექნოლოგიების განხრით მუშაობდნენ. ეს თანამდებობა მას 1985 წლამდე ეკავა.[17] კალიფორნიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელის, დევიდ საქსონის მიმართ სამსახურის დატოვების შესახებ მიწერილ წერილში აგნიუ წერდა, რომ მისი გადაწყვეტილება განაპირობა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის არადამაკმაყოფილებელმა პოლიტიკამ და ლაბორატორიის პროპაგანდის არარსებობამ და ასევე აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ფინანსების არასამართლიანად განაწილებამ ლოს-ალამოსისა და ლივერმორის ეროვნულ ლაბორატორიებს შორის.[25]

1974-1978 წლებში აგნიუ აშშ-ის შეიარაღებისა და განიარაღების კონტროლის სააგენტოს გენერალურ საკონსულტაციო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 1982-1989 წლებში მუშაობდა თეთრი სახლის სამეცნიერო მრჩევლად. 1968-1974 და 1978-1987 წლებში იყო ნასას კოსმოსური უსაფრთხოების საკონსულტაციო ჯგუფის წევრი. 1988 წელს გახდა კალიფორნიის უნივერსიტეტის (სან-დიეგო) ადიუტანტ-პროფესორი. 1978 წელს მიიღო ენრიკო ფერმის პრემია. ჰანს ბეტესთან ერთად პირველმა მიიღო ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის მედალი. ასევე იყო აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ლაბორატორიისა და აშშ-ის ეროვნული საინჟინრო აკადემიის წევრი.[12][17][26][27]

აგნიუმ, როგორც ტაქტიკური ბირთვული იარაღის მომხრემ, 1970 წელს განაცხადა, რომ ვიეტნამში მდებარე „ჰამრონგის“ ხიდი, რომლის განადგურებასაც ასობით გაფრენა დასჭირდა, შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთი ბირთვული ბომბით განადგურებულიყო.[28] 1977 წელს აგნიუ ერთ-ერთ სტატიაში ამტკიცებდა, რომ ნეიტრონული იარაღი ჩვეულებრივ იარაღთან შედარებით „ტაქტიკური“ უპირატესობით სარგებლობს, განსაკუთრებით სოციალისტურ ბანაკთან მიმართებაში.

აგნიუს მეუღლე 2011 წლის 11 ოქტომბერს დაიღუპა.[11] აგნიუს ქრონიკული ლიმფოლეიკოზი დაუდგინეს. იგი საკუთარ სახლში დაიღუპა, სოლანა-ბიჩზე (კალიფორნიის შტატი) 2013 წლის 29 სექტემბერს.[20][23] აგნიუმ ისურვა რომ მისთვის კრემაცია გაეკეთებინათ, ფერფლი კი ბევერლის გვერდით დაეკრძალათ სოლანა-ბიჩზე.[9][29]

2005 წელს BBC-თან ინტერვიუში მან განაცხადა: „აშშ-ის ბირთვული არსენალის დაახლოებით სამი-მეოთხედი ნაწილი ჩემი ხელმძღვანელობით შეიქმნა. ესაა ჩემი მემკვიდრეობა.“[16]

ლიტერატურა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.