1990-იანები
ათწლეული / From Wikipedia, the free encyclopedia
1990-იანი (ათას ცხრაას ოთხმოცდაათიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 1990-იანები ან უბრალოდ ოთხმოცდაათიანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 1990 წლის 1 იანვარს და დასრულდა 1999 წლის 31 დეკემბერს.
ათასწლეული: | II |
საუკუნე: | XIX – XX – XXI |
ათწლეული: | 1960-იანები 1970-იანები 1980-იანები
– 1990-იანები – 2000-იანები 2010-იანები 2020-იანები |
წლები: | 1990 · 1991 · 1992 · 1993 · 1994 1995 · 1996 · 1997 · 1998 · 1999 |
1990-იანები აღინიშნებოდა გლობალიზაციის პროცესის დაჩქარებით, რაც საბჭოთა კავშირის ნგრევას და ცივი ომის დასასრულს მოჰყვა. ათწლეულის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 80-იანების რეცესიამ და პერსონალური კომპიუტერების გაჩენამ საშუალო კლასის ოჯახებში, რამაც თავის მხრივ, ინტერნეტი საყოველთაოდ ცნობილი გახადა. ინტერნეტმა თანამედროვე კულტურის რევოლუციურ განვითარებას შეუწყო ხელი და ინტეგრაციისა და მთელ მსოფლიოში პოპულარული კულტურის გავრცელების საქმეში მთავარ საშუალებად იქცა.
პერსონალური კომპიუტერების და ინტერნეტის გავრცელებამ ეკონომიკური წარმადობა გაზარდა, ხოლო თანაბარ ბაზარზე კერძო ინვესტიციების მაღალი მაჩვენებელი ამერიკელთა, სამხრეთ კორეელთა, ავსტრალიელთა და ევროპელთა პირადი კეთილდღეობის წინაპირობად იქცა.
მოვლენები
სარჩევი: 1990 1991 1992 1993 1994 1995 1996 1997 1998 1999