1 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 274-ე დღე (ნაკიან წლებში – 275-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 91 დღე.
გაუდამელას ბრძოლა
ნიურნბერგის პროცესი
ძვ. წ. 331 : გავგამელას ბრძოლაში ალექსანდრე მაკედონელმა დაამარცხა სპარსეთის მეფე დარიოს III .
910 : სასწაული, წმინდა ანდრეის გამოცხადება ვლაქერნის ტაძარში კონსტანტინოპოლში
965 : იოანე XIII რომის პაპი გახდა.
1661 : ინგლისში ჩატარდა პირველი იახტების შეჯიბრება: მონაწილეობას იღებდა მეფე კარლ II და მისი ძმა ჯეიმზი. გაიმარჯვა რა თქმა უნდა მეფემ.
1773 : სანქტ-ბეტერბურგის ყაზანის ტაძარში ჯვარი დაიწერეს დიდმა თავადმა პავლე პეტრეს ძემ და პრინცესა ვილგელმინამ, ლანდგრაფ ლუდვიგ ჰესსენ-დარმშტადტელის მეორე ქალიშვილმა. რუსეთში ჩამოსვლისას პრინცესამ მიიღო მართლმადიდებლობა და მოინათლა როგორც ნატალია ალექსეის ასული.
1795 : საფრანგეთმა ბელგია დაიპყრო.
1800 : ესპანეთმა საფრანგეთს გადასცა ლუიზიანა სან-ილდეფონსოს ხელშეკრულებით.
1827 : რუსეთის არმია გენერალ პესკევიჩის მეთაურობით ერევნის შტურმს ახორციელებს, რითაც სრულდება სომხეთზე მუსლიმთა გავლენის ათასწლეული.
1843 : ლონდონში დაიწყო ყოველკვირეული გაზეთის News of the World (მსოფლიოს სიახლეები) გამოცემა.
1847 : გერმანელმა გამომგგონებელმა და მეწარმემ ვერნერ ფონ სიმენსმა კომპანია სიმენს აგ და ჰალსკე დააარსა.
1850 : დაარსდა სიდნეის უნივერსიტეტი , უძველესი ავსტრალიაში .
1869 : ავსტრიამ მსოფლიოში პირველი საფოსტო ბარათები გამოუშვა.
1880 : თომას ედისონმა პირველი ელექტრონათურების ქარხანა გახსნა.
1888 : დაარსდა სოფიის უნივერსიტეტი - პირველი უმაღლესი სასწავლებელი ბულგარეთში. (ეს თარიღი უნდა აღინიშნებოდეს 13 ოქტომბერს რადგან მაშინ ქვეყანა 1916 წ-მდე ცხოვრობდა იულიანური კალენდრით.)
1891 : სტენფორდის უნივერსიტეტი გაიხსნა კალიფორნიაში, აშშ.
1898 : მეფე ნიკოლოზ II-ის ბრძანებით ებრაელები გააძევეს რუსეთის მთავარი ქალაქებიდან.
1905 : დაარსდა თურქული საფეხბურთო კლუბი „გალათასარაი“ , 16 გზის ქვეყნის ჩემპიონი, 2000 წ. უეფას თასის მფლობელი.
1908 : ჰენრი ფორდიმ წარმოადგინა მანქანის ახალი მოდელი „ფორდ ლიზი“ (მოდელი T), რომელიც ღირდა (850 დოლარი). 1927 წ-თვის გამოშვებული ამ მოდელის იქნა 15 მილიონი მანქანა
1928 : საბჭოთა კავშირმა პირველი ხუთწლიანი გეგმა შემოიღო.
1931 : საბჭოთა კავშირში დაიწყო რეგულარული ტელეგადაცემები.
1931 : ხარკოვში ორჯონიკიძის სახ. ტრაქტორის ქარხანაში გამოუშვეს პირველი ტრაქტორი .
1936 : ფრანკო ესპანეთის ნაციონალისტური მთავრობის მეთაურად გამოცხადდა.
1938 : გერმანიის ჯარი შევიდა ჩეხოსლოვაკიაში და მოახდინა სუდეტის ოლქის ოკუპაცია.
1939 : ერთთვიანი ალყის შემდეგ ვარშავა დაეცა.
1940 : პენსილვანია ტარნპაიკი - აშშ-ის პირველი სუპერგზატკეცილი - გაიხსნა.
1946 : დასრულდა ნიურნბერგის პროცესი .
1949 : მაო ძე-დუნმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადა.
1957 : აშშ-ის ფულზე პირველად გამოჩნდა წარწერა „ღმერთის ჩვენ გვწამს“ (In God We Trust).
1957 : გამოვიდა რიგის ღამის გაზეთის (რიგას ბალსს) პირველი ნომერი.
1960 : კვიპროსი დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობას აღწევს.
1960 : ნიგერია დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობას აღწევს.
1961 : აღმოსავლეთი და დასავლეთი კამერუნი გაერთიანდა როგორც კამერუნის ფედერალური რესპუბლიკა.
1962 : სტრეიზანდი, ბარბრამ გააფორმა პირველი კონტრაქტი ჩამწერ ფირმასტან Columbia
1964 : სიტყვის თავისუფლების მოძრაობას ჩაეყარა საფუძველი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის კამპუსზე.
1964 : იაპონიაში მაღალი სისწრაფის რკინიგზა „შინკანსენი“ ტოკიო-ოსაკა ჩადგა მწყობრში.
1967 : დაიწყო ჯგუფ პინკ ფლოიდის პირველი ტურნე ამერიკაში, ჯიმი ჰენდრიქსის ბენდთან ერთად.
1967 : სსრკ-ს ცენტრალურმა ტელევიზიამ დაიწყო ფერადი გადაცემების ტრანსლაცია.
1969 : კონკორდის ზესწრაფი სატრანსპორტო თვითმფრინავი ხმის ბარიერს ჭრის პირველად.
1971 : უოლტ დისნეი უორლდი გაიხსნა ორლანდოში, ფლორიდა.
1977 : ბრაზილიის ფეხბურთის ვარსკვლავი პელე სპორტიდან წავიდა. კარიერის განმავლობაში გაიტანა 1281 გოლი 1363 თამაშში
1979 : აშშ პანამის არხზე კონტროლს პანამას უბრუნებს.
1982 : კანცლერ ჰელმუტ შმიდტის უნდობლობის ვოტუმმა მიიყვანა ჰელმუტ კოლის არჩევამდე ამ პოსტზე.
1983 : შვედეთის ფოსტამ გამოუშვა მარკა კვარტეტ ABBA -ს გამოსახულებით.
1985 : ისრაელის საჰაერო ძალებმა დაბომბეს პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის წარმომადგენლობა ტუნისში .
1988 : მიხაილ გორბაჩოვი სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნეს.
1989 : დანია გახდა პირველი სახელმწიფო, სადაც დართეს ერთი სქესის ქორწინების რეგისტრაციის ნებართვა.
2012 საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა.
2017 : ესპანეთის ხელისუფლების მიერ აუღიარებელ რეფერნდუმზე კატალონიელთა 90 % ხმა დამოუკიდებლობას დაუჭირა.
2018 : ამერიკელი ჯეიმზ ელისონი და იაპონელი ტასუკუ ჰონძო ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
ჰენრი III
208 : ალექსანდრე სევერუსი — რომის იმპერატორი
1207 : ჰენრი III — ინგლისის მეფე (გ.1272 )
1471 : ფრედერიკ I — დანიის მეფე (გ.1533 )
1507 : ჯაკომო და ვინიოლა — იტალიელი არქიტექტორი, გვიანი აღორძინების წარმომადგენელი.
1685 : კარლოს VI — საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი
1754 : პავლე I — რუსეთის იმპერატორი
1881 : ბოინგი, უილიამ ედვარდ — ამერიკელი მეწარმე. ავიამშენებელი ქარხნის დამაარსებელი.
1886 : ბლეიკი, რობერტ პირპონტ — ამერიკელი ორიენტალისტი
1903 : ჰოროვიცი, ვლადიმირ — უკრაინელი პიანისტი (გ.1989 )
1911 : ჟანდოვი, ზახარია — ბულგარელი კინორეჟისორი
1912 : გუმილოვი, ლევ — რუსი ისტორიკოსი
1924 : კარტერი, ჯიმი — აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი
1931 : ნუარე, ფილიპ — ფრანგი მსახიობი
1940 : სტივ ო’რურკი — ინგლისელი ავტომრბოლელი და ჯგუფ პინკ ფლოიდის მენეჯერი
1947 : სიჩანოვერი, აარონ — ებრაელი ბიოლოგი
1953 : ანდრუს ანსიპი — ესტონეთის პრემიერ-მინისტრი (2005 წლიდან).
1966 : ჯორჯ ვეა — ლიბერიელი პოლიტიკოსი და ყოფილი ფეხბურთელი.
1975 : ხამატოვა, ჩულპან — რუსი მსახიობი
ხუან ავსტრიელის საფლავი