25 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 206-ე დღე (ნაკიან წლებში – 207-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 159 დღე.
- 306 : კონსტანტინე I-ს მისი მეომრები რომის იმპერატორად აცხადებენ.
- 1261 : ნიკეის ჯარი მიქაელ VIII პალეოლოგოსის მეთაურობით იბრუნებს ქალაქ კონსტანტინოპოლს, რითაც აღდგენილ იქნა ბიზანტიის იმპერია. ბიზანტიელები ასევე წარმატებით იღებენ სალონიკსა და დანარჩენ ლათინურ იმპერიას.
- 1547 : ჰენრი II კურთხუეულ იქნა საფრანგეთის მეფედ.
- 1567 : დონ დიეგო დე ლოსადა აფუძნებს ქალაქ სანტიაგო დე ლეონ დე კარაკასს, ამჟამად თანამედროვე ვენესუელის დედაქალაქი.
- 1593 : ჰენრი IV კათოლიკობას უარყოფს და პროტესტანტი ხდება.
- 1799 : აბუქირთან ეგვიპტეში ნაპოლეონ I ამარცხებს მუსტაფა ფაშას ოსმალეთის 10.000-იან ჯარს.
- 1812 : ვენესუელის პირველი რესპუბლიკა აცხადებს კაპიტულაციას და როიალისტები იბრუნებენ ქვეყნის მმარველობას.
- 1814 : ინგლისელმა გამომგონებელმა ჯორჯ სტივენსონმა ორთქმავალის პირველი გამოცდა ჩაატარა.
- 1853 : ხოაკინ მურიეტა, განთქმული კალიფორნიელი ბანდიტი, ცნობილი როგორც „ელ-დორადოს რობინ ჰუდი“ მოკლეს.
- 1868 : უაიომინგი აშშ-ის ტერიტორია ხდება.
- 1894 : პირველი სინო-იაპონური ომი იწყება იაპონელთა მიერ ჩინურ სამხედრო ხომალდზე ცეცხლის გახსნით.
- 1897 : ჯეკ ლონდონი უერთდება კლონდაიკის ოქროს ცხელებას, სადაც ის თავის პირველ წარმატებულ ნაწარმოებებს წერს.
- 1898 : კორეა იაპონიის პროტექტორატი ხდება.
- 1909 : ლუი ბლერიომ მისივე კონსტრუქციით შექმნილი თვითმფრინავით ლა-მანშის სრუტეს გადაუფრინა.
- 1919 : საქართველოში შეიქმნა სტატისტიკის პირველი ეროვნული სამსახური (საქართველოს სტატისტიკის დღე 2002 წლიდან)
- 1920 : ტელეკომუნიკაციის ერა: პირველი ტრანსატლანტიკური ორმხრივი რადიო გადაცემა განხორციელდა.
- 1943 : მეორე მსოფლიო ომი - ბენიტო მუსოლინი გადაყენებულ იქნა მმართველობიდან.
- 1946 : პირველი წყალქვეშა ბირთვული გამოცდა განხორციელდა - წყნარ ოკეანეში ბიკინი ატოლთან აშშ-მა ჩაძირა ჩამოწერილი სამხედრო ხომალდი ”სარატოგა”.
- 1957 : ტუნისში მონარქია გაუქმდა.
- 1965 : ნიუპორტის ფოლკ ფესტივალზე ბობ დილანი პირველად გამოვიდა სცენაზე ელექტრო გიტარით. თუმცა მსმენელებმა მისი ექსპერიმენტი სათანადოდ ვერ დააფასეს და სტვენით გააძევეს.
- 1978 : პირველი საცდელი სინჯარის ბავშვი, ლუიზ ბრაუნი, დაიბადა.
- 1984 : სალიუტ 7 ხემალდის კოსმონავტი სვეტლანა სავიცკაია ხდება პირველი ქალი, რომელიც ღია კოსმოსში გადის.
- 1992 : საქართველოს სახელმწიფო საბჭო გაუქმებულად აცხადებს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს 1992 წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებას 1978 წ. კონსტიტუციის გაუქმებისა და 1925 წ. კონსტიტუციის აღდგენის შესახებ.
- 1992 : ბარსელონაში გაიხსნა 25-ე ოლიმპიური თამაშები.
- 1993 : შვიდდღიანი ომი იწყება ისრაელსა და ლიბანს შორის.
- 1994 : ისრაელი და იორდანია ხელს აწერენ ვაშინგტონის დეკლარაციას, რითაც ფორმალურად სრულდება 1948 წლიდან მოყოლებული საომარი მდგომარეობა ორ ქვეყანას შორის.
- 1997 : კ. რ. ნარაიანანი ინდოეთის მე-10 პრეზიდენტი ხდება—პირველი დალიტი (ე.წ. „ხელშეუხებელი“) ამ პოსტზე.
- 1999 : ლენს არმსტრონგი პირველად იმარჯვებს ტურ დე ფრანსში.
- 2000 : ეარ ფრანსის რეისი 4590, კონკორდის ზესწრაფი სამგზავრო თვითმფრინავი F-BTSC კატასტროფას განიცდის პარიზიდან აფრენისას რამდენიმე წამში. დაიღუპა 109 მგზავრი და 4 აიერპორტის თანამშრომელი.
- 2004 : ლენს არმსტრონგი ისტორიაში შედის ტურ დე ფრანსში ზედიზედ ექვსჯერ გამარჯვებით.
- 2009 :
- 2010 :
- 2012 : 42 ადამიანი დაიღუპა მთიან ბადახშანში, აჯანყებულებსა და ტაჯიკეთის სამთავრობო ჯარებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს.
- 2014 : ქართველი სპორტსმენი და მოგზაური ჯუმბერ ლეჟავა 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- 2017 : რამ ნათხ კოვინდი ინდოეთის მე-14 პრეზიდენტი გახდა.