3DO Interactive Multiplayer-ის თამაშების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
ეს არის 3DO Interactive Multiplayer-ის თამაშების სია, დალაგებული ანბანის მიხედვით. 3DO არის მეხუთე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი კომპანია The 3DO Company-ის მიერ და გამოცემული კომპანიების, Panasonic, Sanyo-სა და GoldStar-ის მიერ.
სისტემის არსებობის ისტორიაში შეიქმნა მისი რამდენიმე მოდელი, რომელთაგანაც ყველაზე პირველი, პოპულარული და გავრცელებული აღმოჩნდა Panasonic FZ-1 R·E·A·L 3DO Interactive Multiplayer, გამოსული იაპონიაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში.
კონსოლის თავდაპირველი ფასი იყო 699.99 აშშ დოლარი.[1][2] 1994 წლის ბოლოს 399 დოლარამდე დაიკლო.[3] კონსოლის თამაშების ბიბლიოთეკა ძირითადად მოიცავდა არკადული და PC თამაშების პორტებს, როგორებიცაა „Alone in the Dark“, „Myst“, „Star Control II“ და სხვებს. საერთო ჯამში მასზე ხელმისაწვდომი იყო 300-მდე ვიდეო თამაში.
აქტიური სარეკლამო კამპანიების (ჟურნალმა „Time“-მა უწოდა “1993 წლის საუკეთესო პროდუქტი“) და თანამედროვე ტექნოლოგიბის გამოყენების მიუხედავად, კონსოლის მაღალმა ფასმა[4] და სათამაშო კონსოლებით გადატვირთვულმა ბაზარმა 1996 წელს განაპირობა 3DO-ის სიცოცხლის ხანგრძლივობის სწრაფად დასრულება. ის მიჩნეულია კომეციულ ჩავარდნად, რომლის გაყიდვებმა მხოლოდ და მხოლოდ 2 მილიონი ასლი შეადგინა.
საერთო ჯამში კონსოლზე გამოვიდა 286 ერთეული ვიდეო თამაში, აქედან 214 გამოიცა იაპონიაში, 162 — ჩრდილოეთ ამერიკაში და 30 — ევროპაში. ამ თამაშების უმეტესობა მოიცავდა არკადული და PC თამაშების პორტებს.