From Wikipedia, the free encyclopedia
Atari 5200 SuperSystem, უკეთ ცნობილი, როგორც Atari 5200 — მეორე თაობის სათამაშო კონსოლი, რომელიც შეიმუშავა კომპანია Atari, Inc.-მა და გამოსცა 1982 წლის ნოემბერში. ის არის ცნობილი კონსოლის, Atari 2600-ის მემკვიდრე[2] და შეიქმნა, რათა კონკურენცია გაეწია Mattel Intellivision-ისთვის. თუმცა მან კონკურენცია უფრო ColecoVision-ს გაუწია, ვიდრე Intellivision-ს.[3].
Atari-5200 | |
---|---|
Atari 5200-ის სისტემა და კონტროლერი | |
შემქმნელი | Atari, Inc. |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეორე თაობა |
გამოშვების თარიღი |
ჩრდ.ამ. ნოემბერი 1982 |
შეწყდა | 21 მაისი, 1984 |
გაიყიდა | 1 მილიონი[1] |
პროცესორი | MOS 6502C @ 1.79 მგჰ |
კონტროლერის შეტანა |
ჯოისტიკი ტრეკბოლი |
წინა | Atari 2600 |
შემდეგი | Atari 7800 |
5200-ის შიდა აპარატული უზრუნველყოფა თითქმის სრულიად იდენტურია Atari-ს 8 ბიტიანი კომპიუტერებისა. თუმცა პროგრამულად ერთმანეთისგან განსხვავდებიან. მასში განთავსებული იყო 1.79 მეგაჰერციანი MOS 6502C-ის ცენტრალური პროცესორი, ANTIC-სა და GTIA-ის გრაფიკული ჩიპი და 16 კბ ოპერატიული მეხსიერება. კონტროლერად გამოიყენებდა ჯოისტიკს, რომელიც აღჭურვილი იყო რამდენიმე ღილაკით. საიტმა IGN, მისი ძირითადი კონტროლერი დაასახელა მე-10 ყველაზე ცუდ კონტროლერად.
კონსოლი სხვადასხვა ხარვეზების გამო კომერციულად ჩავარდა. მისი თამაშების უმრავლესობა მოიცავდა მისი წინამორბედის თამაშების განახლებულ ვერსიებს, რაც ვერ აკმაყოფილებდა მომხმარებელთა მოთხოვნებს. მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვების სრული რაოდენობა შეადგენს 1 მილიონ ეგზემპლარს.[1] 1984 წლის 21 მაისის კონფერენციაზე, სადაც წარადგინეს ატარის ახალი კონსოლი Atari 7800, კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს სისტემის წარმოების შეწყვეტის შესახებ.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.