Atari Lynx
მეოთხე თაობის 16-ბიტიანი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი / From Wikipedia, the free encyclopedia
Atari Lynx — მეოთხე თაობის 16-ბიტიანი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია Atari Corporation-ის მიერ[3]. 1989 წლის სექტემბერში ჩრდილოეთ ამერიკაში, 1990 წელს იაპონიასა და ევროპაში. იგი კონკურენციას უწევდა Nintendo-ს Game Boy-ის, Sega-ს Game Gear-სა და NEC-ის TurboExpress-ს.
Atari Lynx | |
---|---|
შემქმნელი |
Epyx Atari Corporation |
მწარმოებელი | Atari Corporation |
ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეოთხე თაობა |
გამოშვების თარიღი | 1 სექტემბერი, 1989; 34 წლის წინ (1989-09-01) |
თავდაპირველი ფასი | 179.99 აშშ დოლარი[1] |
შეწყდა | 1995; 29 წლის წინ (1995) |
გაიყიდა | დააახ. 3 მილიონი |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
პროცესორი | WDC 65SC02.[2] |
მონიტორი | 160 × 102 |
სისტემა თავდაპირველად შექმნა კომპანია Epyx-მა Handy Game-ის სახელწოდებით. მას შემდეგ, რაც Epyx გაკოტრდა, კონსოლის შექმნა Atari-მ ითავა[4] და გამოსცა 1989 წლის 1 სექტემბერს. მისი თავდაპირველი ფასი აშშ-ში შეადგენდა 179.99 დოლარს.
Lynx არის პირველი ფერადი პორტატიული კონსოლი[5] (4096 ფერი), რომელიც განთქმული იყო მძლავრი გრაფიკითა და დახვეწილი დიზაინით. მიუხედავად იმისა, რომ იგი ტექნიკურად ბევრად აღემატებოდა მის კონკურენტ Game Boy-ის, ამ უკანასკნელთან შედარებით გააჩნდა სუსტი კვების სისტემა, რაც უარყოფითად მოქმედებდა ბატარეების ხანგრძლივობაზე.
საერთო ჯამში გაიყიდა კონსოლის 3 მილიონი ეგზემპლარი. მთლიანობაში მასზე ხელმისაწვდომი იყო 76 ვიდეო თამაში, რომელიც ვრცელდებოდა სათამაშო კარტრიჯების მეშვეობით. 1991 წლის 1 ივლისს Atari-მ გამოსცა კონსოლის განახლებული ვერსია Lynx II, განახლებული კორპუსით, ტექნიკური მახასიათებლებითა და ბატარეების ხანგრძლივობით. რაც ყველაზე მთავარი იყო, Atari-მ მისი ფასი 99 დოლარამდე დაწია. მიუხედავად იმისა, რომ კონსოლის გაყიდვებმა მკვეთრად იმატა, Nintendo კვლავ დომინირებდა პორტატიული მოწყობილობების ბაზარზე. 1995 წელს კომპანიამ შეწყვიტა Lynx-ის წარმოება და გადაერთო სახლის კონსოლის Atari Jaguar-ის განვითარებაზე, რომელიც იმახანად კონკურენციას უწევდა Super NES-სა და Sega Genesis-ის. Atari Lynx-ის წარუმატებლობა გამოიწვია კომპანიის მიერ პროგრამული უზრუნველყოფის ნაკლები სიხშირით გამოცემამ და აგრეთვე მარკეტინგისთვის არასაკმარისი თანხის გამოყოფამ.[6]