Backstreet Boys
From Wikipedia, the free encyclopedia
Backstreet Boys (იგივე BSB)[3] — ამერიკული ვოკალური ჯგუფი[4], რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა 1990-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში. თავისი კარიერის განმავლობაში, ჯგუფმა რამდენიმეჯერ მოიპოვა გრემის ჯილდო. მათი 12 სიმღერა შეერთებულ შტატებში ბილბორდის 40 საუკეთესო ჰიტს შორის მოხვდა, ხოლო ბრიტანულ საუკეთესო 10-ეულში სხვადასხვა დროს მათი 16 სიმღერა იყო. Backstreet Boys-მა მსოფლიო მასშტაბით 100 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა და ამ რეკორდული მაჩვენებლის წყალობით, ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ბოიბენდის სახელი დაიმკვიდრა. სხვა ბოიბენდებისგან განსხვავებით, Backstreet Boys-ის თითოეულ წევრს, ყოველ ალბომში სოლო-პარტიები აქვთ. 2005 წელს მუსიკალურ სცენაზე დაბრუნებასთან ერთად, მათი მუსიკის ჟღერადობა მკვეთრად შეიცვალა. ამ მხრივ საგულისხმოა საკონცერტო ინსტრუმენტების გამოყენება (რომელთაგან ზოგიერთზე თვითონვე უკრავენ) და როკ-მუსიკის ელემენტები. ახლა უკვე ოთხკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში არიან: ნიკ კარტერი, ჰაუი დოროუ, ბრაიან ლიტრელი და ეი ჯეი მაკ-ლინი. ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა - კევინ რიჩარდსონმა Backstreet Boys 2006 წლის 23 ივნისს დატოვა.
Backstreet Boys | |
---|---|
ჯგუფი 2019 წელს, მარცხნიდან: ეი ჯეი მაკ-ლინი, კევინ რიჩარდსონი, ნიკ კარტერი, ჰაუი დოროუ, ბრაინ ლიტრელი | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ორლანდო, ფლორიდა, აშშ |
ჟანრ(ებ)ი |
|
აქტიური | 1993— დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
წევრები |
ბრაიან ლიტრელი ნიკ კარტერი ჰაუი დოროუ ეი ჯეი მაკ-ლინი კევინ რიჩარდსონი |
საიტი | backstreetboys.com |
Backstreet Boys ვიკისაწყობში |
ამის გამო, ჯგუფმა გაავრცელა განცხადება ჯგუფიდან კევინ რიჩარდსონის წასვლის გადაწყვეტილების შესახებ. მიზეზად დაასახელეს მისი სხვა ინტერესები, რომლებსაც ჯგუფში მოღვაწეობის დროს, სათანადო ყურადღებას ვერ უთმობდა. ამასთანავე, Backstreet Boys-ის დარჩენილი წევრები აცხადებდნენ, რომ ყოველთვის სიამოვნებით მიიღებენ მას, თუკი ოდესმე ჯგუფში დაბრუნებას გადაწყვეტს. 2006 წლის ბოლოს ბროდვეის მიუზიკლში ”ჩიკაგო” კევინი ახალგაზრდა იურისტის როლზე დროებით მიიწვიეს ტორონტოში (კანადა). კევინ რიჩარდსონი დაუბრუნდა ჯგუფს 2012 წელს.