From Wikipedia, the free encyclopedia
„სამართლიანობის ლიგის სამყარო“[1], უფრო მეტად ცნობილი არაოფიციალური სახელწოდებით DC-ის გაფართოებული სამყარო (ინგლ. DC Extended Universe ან DCEU)[2][3][4][5] — ამერიკული მედია-ფრენჩაიზი და საერთო სამყარო, რომელშიც შედის Warner Bros. Pictures-ის სუპერგმირული ფილმების სერია, დაფუძნებული DC Comics-ის პერსონაჟებზე. ეს საერთო, ისევე, როგორც DC-ის სამყარო, გაერთიანებულია სიუჟეტებით, მოქმედების ადგილებით და პერსონაჟებით. 2011 წლიდან დღემდე Warner Bros.-მა გამოუშვა ოთხი ფილმი, რომელთა შემოსავალმა გადააჭარბა 3.1 მილიარდ აშშ დოლარს, რამაც „სამართლიანობის ლიგის სამყარო“ ყველა დროის ერთ-ერთ შემოსავლიან მედია-ფრენჩაიზად აქცია.
DC-ის გაფართოებული სამყარო | |
---|---|
შემქმნელი | Warner Bros. Pictures |
ორიგინალური ნამუშევარი | ფოლადის ადამიანი |
წლები | 2013–2023 |
სხვადასხვა | |
ეფუძნება | DC Comics |
DC-ის გაფართოებულ სამყაროში შემავალი ფილმების სცენარის ავტორები და რეჟისორები იცვლება, ისევე, როგორც მსახიობთა შემადგენლობა. ამავე დროს, მსახიობების ნაწილი რამდენიმე ფილმში თამაშობს. მათ შორის არიან ჰენრი კევილი, ბენ აფლეკი, გალ გადოტი, ეზრა მილერი, ჯეისონ მომოა და რეი ფიშერი. 2016 წლის მაისში DC-ის მთავარი შემოქმედებითი ხელმძღვანელი ჯეფ ჯოუნსი და Warner Bros.-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ჯონ ბერგი DC Films-ის თანახელმძღვანელები გახდნენ და დაიწყეს სიუჟეტური ხაზების შემუშავება, რათა ფილმები ერთმანეთთან დაეკავშირებინათ.
ფილმების სერიაში პირველი იყო „ფოლადის ადამიანი“, სადაც მთავარ როლს ასრულებს ჰენრი კევილი. 2016 წელს გამოვიდა სერიის ორი ფილმი, „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის გარიჟრაჟი“ და „თვითმკვლელთა რაზმი“. 2017 წელს გამოვიდა სერიის რიგით მეოთხე ფილმი „ქალი საოცრება“. მომავალ ფილმებს შორის არის: „სამართლიანობის ლიგა“ (2017), „აკვამენი“ (2018), „შაზამი“ (2019), „ქალი საოცრება 2“ (2019), „კიბორგი“ (2020) და „მწვანე შუქურის კორპუსი“ (2020). აგრეთვე მიმდინარეობს მუშაობა სხვა პროექტებზე, რომელთა შორის არის: „თვითმკვლელთა რაზმი 2“, „ბნელი სამართლიანობის ლიგა“, „ფლეშპოინტი“, „ბეტმენი“, „ბეტგოგონა“, „სამართლიანობის ლიგის“ გაგრძელება, „გოთემის სირენები“, „ნაიტუინგი“, უსათაურო ფილმი ჯოკერის და ჰარლი კუინის, მეორე ცალკე ფილმი სუპერმენის და უსათაურო ფილმი შავი ადამის, დედშოტის და ლობოს შესახებ.
ფილმი | აშშ-ში გამოსვლის თარიღი | რეჟისორ(ებ)ი | სცენარისტ(ებ)ი | ისტორია | პროდიუსერ(ებ)ი |
---|---|---|---|---|---|
ფოლადის ადამიანი | 14 ივნისი 2013 | ზაკ სნაიდერი | დევიდ ს. გოიერი | დევიდ ს. გოიერი და კრისტოფერ ნოლანი | ჩარლზ როვენი, კრისტოფერ ნოლანი, ემა თომასი და დებორა სნაიდერი |
ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის გარიჟრაჟი | 24 მარტი 2016 | კრის ტერიო და დევიდ ს. გოიერი | ჩარლზ როვენი და დებორა სნაიდერი | ||
თვითმკვლელთა რაზმი | 5 აგვისტო 2016 | დევიდ ეიერი | ჩარლზ როვენი და რიჩარდ საკლი | ||
ქალი საოცრება | 2 ივნისი 2017 | პეტი ჯენკინსი | ალან ჰაინბერგი | ზაკ სნაიდერი, ალან ჰაინბერგი და ჯეისონ ფუქსი | ჩარლზ როვენი, დებორა სნაიდერი, ზაკ სნაიდერი და რიჩარდ საკლი |
სამართლიანობის ლიგა | 17 ნოემბერი 2017 | ზაკ სნაიდერი[N 1]. | კრის ტერიო და ჯოს უიდონი | კრის ტერიო და ზაკ სნაიდერი | ჩარლზ როვენი, დებორა სნაიდერი, ჯონ ბერგი და ჯეფ ჯოუნსი |
აკვამენი | 21 დეკემბერი 2018 | ჯეიმზ ვანი | დევუდ ლესლი ჯონსონი-მაკგოლდრიკი და უილ ბილი | ჯეფ ჯოუნსი, ჯეიმზ ვანი და უილ ბილი | პიტერ საფრანი და რობ კაუენი |
შაზამი! | 5 აპრილი 2019 | დევიდ ფ. სენდბერგი | ჰენრი გეიდენი | ჰენრი გეიდენი და დარენ ლემკე | პიტერ საფრანი |
მტაცებელი ფრინველები და ფანტასტიკური ჰარლი ქუინი | 7 თებერვალი 2020 | ქეთი იანი | კრისტინა ხოდსონი | მარგო რობი, ბრაიანი უნკლესი და სიუ კროლი | |
ქალი საოცრება: 1984 | 25 დეკემბერი 2020 | პეტი ჯენკინსი[8] | პეტი ჯენკინსი, ჯეფ ჯოუნსი და დევიდ კელაჰემი[9] | პეტი ჯენკინსი და ჯეფ ჯოუნსი[10] | ჩარლზ როვენი, დებორა სნაიდერი, ზაქ სნაიდერი, პეტი ჯენკინსი, გალ გადოტი და სტივენ ჯონსი |
ზაკ სნაიდერის „სამართლიანობის ლიგა“ | 18 მარტი 2021 | ზაკ სნაიდერი | კრის ტერიო | კრის ტერიო, ზაკ სნაიდერი და უილ ბილი | ჩარლზ როვენი და დებორა სნაიდერი |
თვითმკვლელთა რაზმი | 6 აგვისტო 2021 | ჯეიმზ განი | ჩარლზ როვენი და პიტერ საფრანი | ||
შავი ადამი | 21 ოქტომბერი 2022 | ჟაუმე კოლიეტ-სერა | ადამ შტიკელი, რორი ჰაინსი და სოჰრაბ ნოშირვანი | ბო ფლინი, ჰირამ გარსია, დუეინ ჯონსონი და დენი გარსია, | |
შაზამი! ღმერთების რისხვა | 17 მარტი 2023 | დევიდ ფ. სენდბერგი | ჰენრი გეიდენი და კრის მორგანი | პიტერ საფრანი | |
ფლეში | 23 ივნისი 2023 | ანდრეს მუსკეტი | კრისტინა ჰოდსონი | ჯონ ფრენსის დიელი, ჯონატან გოლდშტეინი და ჯობი ჰაროლდი | ბარბარა მუსკეტი და მაიკლ დისკო |
ლურჯი ხოჭო | 18 აგვისტო 2023[11] | ანხელი მანუელი სოტი | გარეტი დანეტი ალკოსერი | ჯონ რიკარდი და ზევ ფორმენი | |
აკვამენი და დაკარგული სამეფო | 25 დეკემბერი 2023 | ჯეიმზ ვანი | დევუდ ლესლი ჯონსონი-მაკგოლდრიკი | ჯეიმზ ვანი, დევუდ ლესლი ჯონსონი-მაკგოლდრიკი, ჯეისონ მამოა და ტომას პა'ა სიბეტი | ჯეიმზ ვანი, პიტერ საფრანი და რობ კაუენი |
სერიალი | სეზონი | ეპიზოდები | საპრემიერო ჩვენება | აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი | |||
---|---|---|---|---|---|---|---|
პირველად | ბოლოს | ქსელი | |||||
მშვიდობისმყოფელი | 1 | 8 | 13 იანვარი 2022 | 17 თებერვალი 2022 | HBO Max | ჯეიმზ განი |
მახიობი | როლი |
ჰენრი კევილი | სუპერმენი/კარლ კენტი/კალ-ელი |
ემი ადამსი | ლუის ლეინი |
რასელ კროუ | ჯორლ-ელი |
მაიკლ შენონი | გენერალი ზოდი |
ბენ აფლეკი | ბეტმენი/ბრიუს უეინი |
გალ გადოტი | ქალი საოცრება/დიანა პრინსი |
ჯესი აიზენბერგი | ლექს ლუთორი |
ჯეი კორტნი | კაპიტანი ბუმერანგი |
ჯერედ ლეტო | ჯოკერი |
უილ სმითი | დედშუტი |
მარგო რობი | ჰარლი კუინი |
ჯერემი აირონსი | ალფრედ პენიუორთი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.