Electric Light Orchestra
From Wikipedia, the free encyclopedia
Electric Light Orchestra (შემოკლებით ELO; იკითხება: [i’lektrik lait 'o:kistrə]) — ბირმინგემული წარმოშობის ბრიტანული როკ-ჯგუფი, რომელმაც 1971-1986 წლებში გამოსცა 12 სტუდიური ალბომი, აქედან უკანასკნელი, Alone in the Universe - 2015 წელს. ჯგუფი ჩამოყალიბდა როი ვუდისა და ჯეფ ლინის თაოსნობით, როდესაც მათ ისურვეს როკ და პოპ-სიმღერების კლასიკური ელემენტების თანხლებით შესრულება. პირველი ალბომის გამოცემის შემდეგ ვუდი ჯგუფიდან წავიდა და ლინი იქცა ყველა მომავალი ალბომის ორიგინალური კომპოზიციის არანჟირების ავტორად.
Electric Light Orchestra | |
---|---|
Electric Light Orchestra-ს გამოსვლა 1981 წელს, ტურნე Time Tour | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ბირმინგემი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
ჟანრ(ებ)ი |
|
აქტიური | 1970–1986, 2000–2001, 2012–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Harvest, Warner Bros., United Artists, Jet, Columbia, Epic, Legacy, Sony BMG |
წევრები |
|
ყოფილი წევრები | იხილეთ პერსონალი |
საიტი | jefflynneselo.com |
Electric Light Orchestra ვიკისაწყობში |
მიუხედავად ბრიტანეთში ჯგუფის ადრეული სინგლების წარმატებისა, კოლექტივი უფრო პოპულარული იყო აშშ-ში, სადაც მას უწოდებდნენ „ინგლისელი ბიჭები დიდი ვიოლინოებით“.[5] მათ საკულტო სტატუსი შეიძინეს, მიუხედავად ბრიტანეთში მათ მიმართ უმნიშვნელო ინტერესისა. 1970-იანი წლების შუა პერიოდში ELO იქცა ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად კოლექტივად. 1972-1986 წლებში მათი 27 სინგლი მოხვდა ბრიტანეთისა და აშშ-ის ჩარტების საუკეთესო 40-ეულებში, აქედან 20 - ბრიტანეთის საუკეთესო ოცეულებში, ხოლო 15 - აშშ-ის 15 საუკეთესო ჰიტ-სინგლში. ჯგუფი აგრეთვე რეკორდსმენია ბილბორდის 40-უელში ჰიტების რაოდენობით, პირველ პოზიციაზე მოხვედრილი სინგლების გარეშე.[6][7]
ELO-ს კანადაში მიღებული აქვს 19, აშშ-ში - 21, ხოლო ბრიტანეთში 38 ჯილდო, ჩანაწერების გაყიდული რაოდენობის მიხედვით.[8][9] მსოფლიო მასტაბით, ჯგუფის აქტიურ პერიოდში, გაიყიდა 50-ზე მილიონი ჩანაწერი.[10]