Enter Sandman
From Wikipedia, the free encyclopedia
„Enter Sandman“ — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სიმღერა. იგი გამოვიდა, როგორც პირველი სინგლი ჯგუფი მეხუთე სტუდიური ალბომიდან Metallica. სინგლის პროდიუსერია ბობ როკი, ჯეიმზ ჰეტფილდთან და ლარს ულრიხთან ერთად. მუსიკის ავტორები არიან კირკ ჰემეტი, ჰეტფილდი და ულრიხი,[1] ხოლო ტექსტი ეკუთვნის ჯეიმზს, რომლის განმარტებითაც იგი ბავშვების კოშმარების შესახებაა.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „Enter Sandman“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. Enter Sandman ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
„Enter Sandman“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — მეტალიკა | ||||
ალბომიდან Metallica | ||||
B-მხარე | Stone Cold Crazy (Queen-ის ქავერი)/ Enter Sandman (დემო) / Holier Than Thou (დასამთავრებელი) | |||
გამოსვლის თარიღი | 29 ივლისი, 1991[1] | |||
ჩაიწერა |
1990 წლის ოქტომბერი – 1991 წლის ივნისი სტუდიაში One on One ლოს-ანჯელესი, კალიფორნია | |||
ჟანრი | მძიმე მეტალი | |||
ხანგრძლივობა | 5:32 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Elektra | |||
ავტორ(ებ)ი |
კირკ ჰემეტი, ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი | |||
პროდიუსერი |
ბობ როკი, ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი | |||
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
- ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.
Enter Sandman | |
ნაწყვეტი სიმღერისა Enter Sandman მეტალიკის 1991 წლის ალბომიდან Metallica. მთლიანი სიმღერა წარმოიშვა გიტარისტ კირკ ჰემეტის დაწერილი რიფიდან. |
- ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.
სიმღერის პირვანდელი ძირითადი რიფი | |
ნაწყვეტი სიმღერისა Enter Sandman პირვანდელი სახით, სანამ ლარსმა არ შესთავაზა გაემეორებინათ პირველი პარტია. |
სიმღერის მთავარი რიფი გიტარისტ კირკ ჰემეტის დაწერილია.[2] თავდაპირველად რიფი იყო ორი პარტიის სიგრძისა, სანამ ლარს ულრიხს არ დაებადა იდეა, პირველი პარტია გაემეორებინათ ოთხჯერ.[2] ულრიხმა სიმღერა დაახასიათა როგორც ერთ რიფიანი, რომელშიც მისი ყველა სექცია წარმოებულია კირკ ჰემეტის მიერ შექმნილი ძირითადი რიფისგან.[2]
ჩანაწერი კომერციულად ყველაზე წარმატებული გამოდგა მეტალიკის სინგლებს შორის: მიიღო ოქროს სერტიფიკატი, გაიყიდა რა 500 000-ზე მეტი ეგზემპლარი მხოლოდ აშშ-ში, ხოლო 2009 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით, იგი უკვე პლატინისაა.[3] კრიტიკოსების მიერ აღიარებული ეს სიმღერა შედის მეტალიკის 1991 წლის შემდეგ გამოშვებულ ყველა საკონცერტო ალბომსა თუ DVD-ში და სრულდებოდა დაჯილდოების ცერემონიებსა თუ საქველმოქმედო კონცერტებზე.