Godspeed You! Black Emperor
From Wikipedia, the free encyclopedia
Godspeed You! Black Emperor (ქართ. ღმერთი გწყალობდეთ! შავო იმპერატორო) — კანადური ექსპერიმენტული მუსიკალური გაერთიანებაა, რომელიც ჩამოყალიბდა მონრეალში, კვებეკში 1994 წელს. იგი ასევე მოიხსენიება, აბრევიატურით GYBE ან GY!BE.
Godspeed You! Black Emperor | |
---|---|
2018 წელს როუდბარნის ფესტივალზე | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | მონრეალი, კვებეკი |
ჟანრ(ებ)ი | პოსტ-როკი, სპეის-როკი,[1] ექსპერიმენტული როკი,[2] დროუნი |
აქტიური | 1994–2003, 2010–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Constellation Records, Kranky |
წევრები |
|
საიტი | brainwashed.com/godspeed/ |
Godspeed You! Black Emperor ვიკისაწყობში |
ჯგუფი ცნობილია თავისი სიმღერით „East Hastings“ 1997 წლის ალბომიდან „F♯ A♯ ∞“, რომელიც შესწორებული ვერსიით გამოიყენეს ფილმში „28 დღის შემდეგ“,[3] თუმცა იგი არ შედის ფილმის საუნდტრეკში, რადგან სიმღერის უფლებები ვერ მიიღეს.[4]
ჯგუფი 1994 წელს ჩამოყალიბდა მონრეალში, კვებეკში, ეფრიმ მენუკის (გიტარა), მაიკ მოიას (გიტარა) და მაურო პეზენტეს (ბასი) მიერ.[5][6] სახელი მიიღო რეჟისორ მიცუო იანაგიმაჩის 1976 წლის იაპონური შავ-თეთრი დოკუმენტური ფილმისგან „God Speed You! Black Emperor, რომელშიც მოვლენები ვითრდება იაპონელი ბაიკერების დაჯგუფება „შავი იმპერატორების“ ირგვლივ.[5]