![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/8/81/Pink_Floyd_ITF_tour_poster_1977.jpg/640px-Pink_Floyd_ITF_tour_poster_1977.jpg&w=640&q=50)
In the Flesh (ტურნე)
From Wikipedia, the free encyclopedia
In the Flesh (აგრეთვე ცნობილი როგორც Animals Tour) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1977 წლის საკონცერტო ტურნე. კონცერტების ეს სერია ჩატარდა ალბომის Animals მხარდასაჭერად.
სწრაფი ფაქტები ჩატარების ადგილები, დაკავშირებული ალბომი ...
![]() მონრეალის კონცერტის პოსტერი | ||||
ჩატარების ადგილები | ევროპა, ამერიკა | |||
---|---|---|---|---|
დაკავშირებული ალბომი | Animals | |||
დაწყების თარიღი | 23 იანვარი 1977 | |||
დასრულების თარიღი | 6 ივლისი 1977 | |||
კონცერტების რაოდენობა | 55 | |||
|
დახურვა
ბევრი მსმენელისათვის იგი ცნობილია 6 ივლისს მონრეალში გამართულ საბოლოო კონცერტზე მომხდარი ინციდენტით. ჯგუფის ლიდერმა, როჯერ უოტერსმა სცენის წინ რიგში მდგომ მსმენელს სახეში შეაფურთხა. მანამდე მთელი ტურნეს მანძილზე იგი ღიზიანდებოდა მსმენელთა ქცევის გამო, ძირითადად იმ მიზეზით, რომ კონცერტების გამართვის ადგილებში მსმენელები ზედმეტად ხმაურობდნენ და მას დაკვრის საშუალებას არ აძლევდნენ[1]. ტურნეს შემდეგ მუსიკოსი გრძნობდა მსმენელისგან გაუცხოებას, რაც აისახა ალბომში The Wall.[2]