![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/bc/Mazzy_Star.jpg/640px-Mazzy_Star.jpg&w=640&q=50)
Mazzy Star
From Wikipedia, the free encyclopedia
Mazzy Star — ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფი ჩამოყალიბებული სანტა მონიკაში, კალიფორნია, 1989 წელს ჯგუფ Opal-ის წევრების, გიტარისტ დევიდ რობაკის და ბასისტ კენდრა სმითის მიერ. რობაკის მეგობარი ჰოუპ სანდოვალი გახდა ჯგუფის ვოკალისტი, როდესაც სმითმა დატოვა კოლექტივი.[4]
სწრაფი ფაქტები ბიოგრაფია, წარმოშობა ...
Mazzy Star | |
---|---|
![]() Mazzy Star ლონდონში 2012 წელს. მარცხნიდან მარჯვნივ: დევიდ რობაკი, ჰოუპ სანდოვალი, კოლმ ო'კისოგი, კით მიტჩელი (დრამები), სუკი ევერსი (კლავიშებიანები) | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | სანტა მონიკა, კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი |
|
აქტიური | 1988–1997, 2000, 2010–2014 |
ლეიბლ(ებ)ი | Rhymes Of An Hour, Rough Trade, Capitol |
წევრები |
ჰოუპ სანდოვალი დევიდ რობაკი სუკი ევერს კით მიტჩელი კოლმ ო'კისოგი ჯოშ იენი |
ყოფილი წევრები |
უილიამ კუპერი ჯილ ემერი |
დახურვა
Mazzy Star ყველაზე მეტად ცნობილია სიმღერით „Fade Into You“, რომელმაც მოუტანა გარკვეული წარმატება 1990–იანების შუა წლებში და იყო ჯგუფის ყველაზე ცნობილი მეინსტრიმული ჰიტი, ფართოდ გავრცელდა ტელევიზიის — MTV, VH1 — და რადიოს საშუალებით. რობაკი და სანდოვალი წარმოადგენენ ჯგუფის შემოქმედებით ცენტრს, სანდოვალი როგორც ლირიკოსი, ხოლო რობაკი როგორც ჯგუფის მასალის უმრავლესობის კომპოზიტორი.
ჯგუფის უახლესი სტუდიური ალბომი, Seasons of Your Day, გამოვიდა 2013 წელს.