From Wikipedia, the free encyclopedia
Microsoft Surface — კომპიუტერული პლანშეტების სერია, რომლის მწარმოებელიცაა Microsoft-ი. ის დაანონსდა 2012 წლის 18 ივნისს კომპანიის გენერალური დირექტორის სტივ ბალმერის მიერ.
Microsoft Surface | |
---|---|
Surface Pro 3 აქსესუარებით | |
შემქმნელი | Microsoft |
მწარმოებელი | Pegatron[1] |
ტიპი |
ჰიბრიდული ტაბლეტი ინტერაქტიული დაფა |
გამოშვების თარიღი | |
ოპერაციული სისტემა | Windows_RT (Surface/Surface 2) Windows 8, Windows 8.1; Windows 10 |
საიტი | ოფიციალური საიტი |
Surface იწარმოება 2 რედაქციაში — Surface RT და Surface Pro. Surface RT გამოიყენებს ARM არქიტექტურის მქონე პროცესორებს, როდესაც Surface Pro იყენებს Intel-ის პროცესორს[4]. ორივე მოდელს შეუძლია Windows Store-დან გადმოწერილ აპლიკაციებთან მუშაობა, თუმცა მხოლოდ Surface Pro იძლევა ჩვეულებრივი დესკტოპ პროგრმაების დაყენების შესაძლებლობას.[5]
Microsoft Surface-ს პლანშეტების სერია გამოიყენებს მაგნიუმის კორპუს „VaporMg“-ს[6], PVD- საფარით. ასევე Surface-ის ორივე მოდელში ჩაყენებულია USB-პორტი, მაგნიტური ზოლი Touch Cover-ის და Type Cover აქსესუარების მისაერთებლად, ასევე microSDXC პორტი, რომელიც დამალულია უკანა სამაგრის ქვეშ. ორივე მოდელი აღჭურვილია 720p HD ორი (წინა და უკანა)კამერით და აქვს უკანა დასადგმელი 0.77მმ სისქით, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას დადგათ პლანშეტი და უყუროთ ფილმს ან იმუშაოთ ისე, რომ ორივე ხელი თავისუფალი გქონდეთ. ეკრანის ქვემოთ ცენტრში განთავსებულია მგრძნობიარე სენსორული Windows ღილაკი
Surface RT და Surface Pro აღჭურვილნი არიან 10.6 დიაგონალის ეკრანით(27 სმ) და თანაფარდობით 16:9. Surface RT-ს მაქსიმალური გაფართოებაა 1366x768- ზე, როდესაც Surface Pro-ს მაქსიმალური გაფართოებაა 1920x1080-ზეა (1080p HD). ორივე პლანშეტი გამოიყენებს Microsoft ClearType HD ტექნოლოგიას, აქვთ ულტრაფართო ხედვის კუთხე და ეკრანის განათების ავტორეგულირება. ანონსისას მაიკლ ანჯულომ თქვა, რომ როდესაც Surface Pro იქნება 43 სანტიმეტრის სიშორეზე თვალებისგან, ისინი ვერ განასხვავებენ პიქსელებს.
Microsoft გთავაზობთ 2-ტიპის კლავიატურა-დამცავს Surface- თვის-Touch და Type Cover-ს. მათი მიერთება პლანშეტზე შესაძლებელია მაგნიტური ზოლის დახმარებით. ორივე ტიპის კლავიატურა იცავს ეკრნას დახურულ მდგომარეობაში და გადახსნილ მდგომარეობაში კი, ასრულებს უბრალოდ კლავიატურის როლს. Touch Cover- ის სისქე შეადგენს 3.25 მმ და აღჭურვილია მგრძნობიარე სენსორული კლავიატურით. Type Cover-ი შედარებით სქელია - მისი სისქე შეადგენს 6 მმ და აღჭურვილია ჩვეულებრივი ღილაკებით, Type Cover-გან განსხვავებით.
ასევე არსებობს სპეციალური მაუსი პლანშეტისთვის „Wedge Touch Mouse, Surface Edition“.
ოფიციალური გაყიდვები დაიწყო 2012 წლის 26 ოქტომბერს. საქართველოში ოფიციალურად არ იყიდება.
პლანშეტი მუშაობს Windows 8/RT ოპერაციულ სისტემებზე, ორივეში გაქვთ შესაძლებლობა გამოიყენოთ ქართული ენა, როგორც ინტერფეისის მუშაობისთვის ისე ტექსტის ასაკრებად.
Source: Microsoft Devices Blog
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.