NBA-ის ჩემპიონების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) (ან ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის (BAA) 1946-49 წლებში) ფინალი არის საჩემპიონო სერია NBA-ს პლეი-ოფის დასკვნითი სერია. ყველა ფინალი ჩატარებული იქნა საუკეთესო-შვიდი მატჩის ფორმატით, სადაც აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების (ყოფილი დივიზიონები 1970 წლამდე) გამარჯვებულები ხვდებიან ერთმანეთს. გამონაკლისი 1950 წელია, როდესაც აღმოსავლეთ დივიზიონის გამარჯვებული შეხვდა დასავლეთ და ცენტრალური დივიზიონებს შორის გამარჯვებულს. 1949 წელს, პლეი-ოფი იყო 3 საფეხურად დაყოფილი, სადაც 2 ნახევარ-ფინალის გამარჯვებული ერთმანეთს ფინალში უპირისპირდებოდნენ.[1][2][3] გამარჯვებული იღებს ლარი ობრაიანის თასს.
საშინაო-გასვლითი ფორმატი NBA ფინალში იყო 2-2-1-1-1 რომელიც (ფორმატის მიხედვით რეგულარულ სეზონში საუკეთესო შედეგით დამთავრებული გუნდი თამაშობს 1, 2, 5 და 7 მატჩებს) 1985 წლამდე. (გამონაკლისი 1949, 1953 და 1955 წლებია, რომელიც 2-3-2 ფორმატით ჩატარდა).[4][5][6][7] 1956 და 1971 წლები 1–1–1–1–1–1–1 ფორმატში ჩატარდა,[8][9] 1975 და 1978 წლებში 1-2-2-1-1 ფორმატით.[10][11] 1985 წლიდან მოყოლებული ფორმატი 2-3-2 ტარდება (რეგულარულ სეზონში ნაცვენები საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი, 1, მე-2, მე-6 და მე-7 მატჩებს თამაშობს შინ).[12] აღმოსავლეთი კონფერენცია/დივიზიონი სჯობს 35-27 შედეგით დასავლეთ კონფერენცია/დივიზიონს. გაუქმებულ ცენტრალურ დივიზიონს 1 ჩემპიონის ტიტული ეკუთვნის. ბოსტონ სელტიქსის და მინეაპოლის/ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ანგარიშზე ლიგის 66 ჩემპიონობიდან, 33 თასია.