From Wikipedia, the free encyclopedia
NEOS – ახალი ავსტრია და ლიბერალური ფორუმი (გერმ. NEOS – Das Neue Österreich und Liberales Forum) ― ლიბერალური[1] პოლიტიკური პარტია ავსტრიაში. პარტია დაარსდა 2012 წლის 27 ოქტომბერს.[2]
NEOS – Das Neue Österreich und Liberales Forum NEOS – ახალი ავსტრია და ლიბერალური ფორუმი | |
---|---|
ქვეყანა | ავსტრია |
ხელმძღვანელობა | |
თავმჯდომარე | ბეატე მაინლ-რაიზინგერი |
ისტორია | |
დაფუძნდა | 27 ოქტომბერი, 2012 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | ლიბერალიზმი |
პოლიტიკური პოზიცია | ცენტრიზმი |
საერთაშორისო კავშირები | |
ევროპული აკრედიტაცია | ევროპული განახლება |
საერთაშორისო აკრედიტაცია | ლიბერალური ინტერნაციონალი |
წარმომადგენლობითობა | |
ეროვნული საბჭო |
15 / 183 |
ფედერალური საბჭო |
1 / 61 |
ევროპის პარლამენტი |
1 / 19 |
ფერები | |
შტაბ-ბინა | ვენა, ავსტრია |
neos.eu |
ერთი წლის შემდეგ, მან მიიღო მონაწილეობა 2013 წლის ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში ორ სხვა პარტიასთან - ახალგაზრდა ლიბერალები და ლიბერალური ფორუმი - ერთად.[3][4] 2013 წლის არჩევნების შედეგად ბლოკმა NEOS - ახალი ავსტრია მიიღო ხმების 4,9% და დაიკავა 9 ადგილი ავსტრიის პარლამენტში.[4][5]
2014 წლის 25 იანვარს NEOS-ს შეუერთდა პარტია ლიბერალური ფორუმი, რის შემდეგაც პატიის სახელი გახდა „NEOS - ახალი ავსტრია და ლიბერალური ფორუმი“.[6][7][8] 2014 წლის მარტში გაერთიაების წევრი ასევე გახდა დამოუკიდებელი პარტია ახალგაზრდა ლიბერალები (JuLis), რომელმაც შექმნა პარტიის ახალგაზრდული ფრთა „JUNOS – NEOS-ის ახალგაზრდა ლიბერალები“.[9]
პარტია NEOS გახდა ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის წევრი 2014 წლის 2 მაისს. პარტიის ინტელექტუალური ცენტრი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია NEOS Lab.
ავსტრიაში ევროპის პარლამენტის 2014 წლის არჩევნებში მიიღო ხმების 8,1% და მიიღო ერთი ადგილი ევროპის პარლამენტში.[10]
საქართველოში პარტიის პარტნიორი ორგანიზაცია არის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.