Nintendo DS-ის ოჯახიპორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლების ოჯახი, Game Boy-ის ოჯახის მემკვიდრე,[2] შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Nintendo-ს მიერ 2004 წელს. როგორც ნაწილი მეშვიდე თაობის კონსოლებისა, კონკურენციას უწევდა კომპანია Sony-ს პორტატიულ კონსოლ PlayStation Portable-ს.

სწრაფი ფაქტები შემქმნელი, ტიპი ...
Nintendo DS-ის ოჯახი
Thumb
Thumb
Thumb
ზედა: Nintendo DS-ისნლოგო
შუა: Nintendo DS Lite-ის ლოგო
ქვედა: Nintendo DSi-ის ლოგო
შემქმნელი Nintendo
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეშვიდე თაობა
გაიყიდა მსოფლიოში: 154.02 მილიონი
(30 სექტემბერი, 2018)[1]
მედია

ფიზიკური და ციფრული

ყველაზე გაყიდვადი თამაში „New Super Mario Bros.“, 30.80 მილიონი
(31 მარტი, 2016)
უკუთავსებადობა Game Boy Advance
წინა Game Boy Advance-ის ოჯახი
შემდეგი Nintendo 3DS-ის ოჯახი
დახურვა

DS-ს, მისი წინამორბედისაგან განასხვავდებდა ნიჟარისებური დასაკეცი კორპუსი და ორი ზედა-ქვედა ეკრანი, სადაც ქვედა ეკრანი ასრულებდა სენსორის ფუნქციას. DS არის Nintendo-ს პირველი პორტატიული კონსოლი, რომელსაც გააჩნდა ჩაშენებული უსადენო კავშირის მხარდაჭერა, როგორც შიდა კავშირისთვის სხვა DS კონსოლებთან, ასევე ინტერნეტთან დაკავშირებისთვის Nintendo Wi-Fi Connection-ის მეშვეობით.

საერთო ჯამში ხაზი მოიცავს სამ მოდელს: ორიგინალი Nintendo DS, Nintendo DS Lite — ორიგინალი მოდელის შემცირებული ვერსია უფრო კაშკაშა ეკრანით და Nintendo DSi — DS Lite-ს გაუმჯობესებული ვერსია, რომელსაც გააჩნდა განახლებული აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფა, შიდა და მოხსნადი საცავისა და კამერის მხარდაჭერა, აგრეთვე დამატებითი პროგრამების გადმოწერის შესაძლებლობა DSiWare-ის ციფრული მაღააზიიდან. 2009 წელს გამოვიდა DSi-ს მოზრდილი ვერსია DSi XL.[3][4]

Nintendo DS-ის ხაზი მეტად წარმატებული აღმოჩნდა ბაზარზე, რომლის გაყიდვება შეადგინა 154 მილიონი ასლი მსოფლიოს მასშტაბით,[1] რითაც იქცა ყველაზე გაყიდვად პორტატიულ კონსოლად და მეორე ყველაზე გაყიდვად ვიდეო თამაშების კონსოლად PlayStation 2-ის შემდეგ.[1][5]

2001 წელს DS-ის ხაზი ოფიციალურად ჩაანაცვლა Nintendo 3DS-ის ოჯახმა, რომელიც ფუნქციურად მსგავსია მისი წინამორბედი Nintendo DSi-სა, თუმცა გააჩნია გაუმჯობესებული შიდა პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფა, ასევე რამდენიმე მოდელს აქვს ავტოსტერეოსოკოპული 3D ეკრანის მხარდაჭერა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.