მესამე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, Nintendo Entertainment System-ის შემცირებული და სახეშეცვლილი ვერსი From Wikipedia, the free encyclopedia
NES-101 (აგრეთვე ცნობილი როგორც New NES,[1] New-style NES[2], ან Top Loader) — მესამე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, Nintendo Entertainment System-ის შემცირებული და სახეშეცვლილი ვერსია, შექმნილი და გამოცემული კომპანია Nintendo-ს მიერ 1993 წლის 15 თებერვალს ჩრდილოეთ ამერიკაში, იაპონიაში — იმავე წლის 1 დეკემბერს, ხოლო ავსტრალიაში — 1994 წელს.
Model NES-101 | |
---|---|
მწარმოებელი | Nintendo |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მესამე თაობა |
გამოშვების თარიღი |
ჩრდ.ამ. 15 ოქტომბერი, 1993 იაპ 1 დეკემბერი, 1993 ავს 1994 |
შეწყდა | 25 სექტემბერი, 2003 |
მედია | სათამაშო კარტრიჯი („Game Pak“) |
პროცესორი | Ricoh 2A03-ის 8-ბიტიანი პორცესორი |
გრაფიკა | Ricoh 2C02 |
წინა | Nintendo Entertainment System NES-001 |
შემდეგი | New-Style Super NES |
კონსოლის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 49.99 აშშ დოლარს,[3] რაც გაცილებით იაფი იყო, ვიდრე იმ დროში უკვე არსებული Super Nintendo Entertainment System. კონსოლი მოიცავდა რამდენიმე განახლებას, მათ შორის ყველაზე შესამჩნევი იყო კორპუსის ვიზუალი და სათამაშო კონტროლერი, რომელიც მეტად წააგავდა Super NES-ის კონტროლერს. მასში განთავსებული იყო Ricoh 2C02-ის ცენტრალური პროცესორი და Ricoh 2C02-ის გრაფიკული ჩიპი.
2003 წლის 25 სექტემბერს, Nintendo-მ ერთდროულად შეწყვიტა NES-101-ისა და Super Nintendo Entertainment System-ის წარმოება.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.