Nintendo Research & Development 1
From Wikipedia, the free encyclopedia
Nintendo Research & Development No. 1 Department, (იაპონ. 任天堂開発第一部 ნინტენდო კაიჰაცუ დაიიჩი ბუ?) უფრო მეტად ცნობილი აბრევიატურით Nintendo R&D1 — Nintendo-ს ვიდეო თამაშების ყველაზე ძველი დეველოპერთა ჯგუფი.[1] 1978 წლამდე, მის გაყოფამდე ატარებდა სახელს Nintendo Research & Development Department. ჯგუფს შექმნილი აქვს ისეთი განთქმული თამაშების სერიები როგორებიცაა „Metroid“, „Mario Bros.“, და „Donkey Kong“.[2]
![]() | |
ტიპი | დეპერატამენტი |
---|---|
დარგი | ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
დაფუძნდა | 1972 წლამდე |
დამაარსებელი | ჰიროში იამაუჩი |
დაიხურა | 2004 (2004) |
სათავო ოფისი |
კიოტო, ![]() |
მფლობელი | Nintendo |
თანამშრომელი | 100+ |
R&D1-მა შეიმუშავა მეტად წარმატებული კონსოლების ხაზი Game Boy, გამოსული 1989 წელს.[3] მათ ასევე შექმნეს „Super Mario Land“-ის ხაზის რამდენიმე თამაში და პერსონაჟი Wario.
2004 წელს Nintendo R&D1 მეორე დეპარტამენტ Nintendo Research & Development 2-თან ერთად გაერთიანდა Nintendo-ს ახლად შექმნილ დივიზიაში სახელად Nintendo Software Planning & Development.[4]