PC World
From Wikipedia, the free encyclopedia
PC World — გლობალური კომპიუტერული ჟურნალი, რომელსაც გამოსცემს კომპანია IDG[2]. 2013 წელს იქცა ონალინ გამოცემად და გამოიშვება მხოლოდ ციფრული ფორმატით. PC World მომხმარებლებს სთავაზობს რჩევებს პერსონალური კომპიუტერების, ინტერნეტის, ტექნოლოგიური პროდუქტებისა და სხვადასხვა სერვისების შესახებ. ყოველ მიმოხილვაში იგი ტესტირებას უტარებს სხვადასხვა კომპანიების მიერ შემუშავებულ აპარატულ და პროგრამულ უზრუნველყოფას, ტექნოლოგიურ მოწყობილობებს, მათ შორის ვიდეო კამერებს, აუდიო მოწყობილობებსა და ა.შ.
PC World | |
---|---|
სპეციალიზაცია | კომპიუტერული ჟურნალი ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა |
ენა | ინგლისური |
მთავარი რედაქტორი | ჯონ ფილიფსი |
პუბლიკაციის დეტალები | |
გამომცემელი | IDG |
ქვეყანა | აშშ |
პუბლიკაციის ისტორია | ცირკულაცია:355,117 (აშშ)[1] პირველი ნომერი: მარტი, 1983; 41 წლის წინ (1983-03) ბოლო ნომერი: 2013 |
ISSN | 0737-8939 |
მიმდინარე რედაქტორი არის ჯონ ფილიფსი - ჟურნალ Wired-ის ყოფილი რედაქტორი. 2012 წლის აგვისტოს მან ჩაანაცვლა სტივ ფოქსი, რომელიც მთავარ რედაქტორად მუშაობდა 2008 წლის დეკემბრიდან მოყოლებული.
PC world გამოიცემა მსფოლიოს რამდენიმე ქვეყანაში სხავადასხვა სახელწოდების ქვეშ: PC Advisor და Pc Welt. მფლობელი არის International Data Group და შტაბ-ბინა მდებარეობს სან-ფრანცისკოში[3].
PC World-ის ზოგიერთი არაინგლისურენოვანი საიტი გადამისამართებული არის IDG-ის მფლობელობაში მყოფ ვებსაიტებში, მაგალითად PCWorld.dk (დანია) გადამისმართებულია Computerworld.dk-ში.
2013 წლის 10 ივლისს მფლობელმა კომპანია IDG-მ განაცხადა[4], რომ ჟურნალი 30 წლიანი მუშაობის შემდეგ წყვეტდა მუშაობას, როგორც ბეჭდვითი ჟურნალი და შემდეგომში გააგრძელებდა გამოცემას ციფრული ფორმატით. 2013 წლის აგვისტოს თვეში გამოვიდა PC World-ის უკანასკნელი ნომერი[5].