![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/86/Pet_Shop_Boys_interview_2013_still.png/640px-Pet_Shop_Boys_interview_2013_still.png&w=640&q=50)
Pet Shop Boys
From Wikipedia, the free encyclopedia
Pet Shop Boys (ქართ. ბიჭები ზოომაღაზიიდან) — ინგლისური სინთპოპ დუეტი, რომლის წევრები არიან ნილ ტენანტი (წამყვანი ვოკალი, კლავიშებიანები, გიტარა) და კრის ლოუ (კლავიშებიანები, დამატებითი ვოკალები).
Pet Shop Boys | |
---|---|
![]() ნილ ტენანტი და კრის ლოუ 2013 წელს | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ლონდონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | სინთპოპი, საცეკვაო პოპი, ელექტრონული საცეკვაო მუსიკა |
აქტიური | 1981–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
EMI, Parlophone, Spaghetti, X2, Kobalt |
წევრები |
ნილ ტენანტი კრის ლოუ |
საიტი | petshopboys.co.uk |
Pet Shop Boys ვიკისაწყობში |
Pet Shop Boys-ს მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს 50 მილიონზე მეტი ალბომი.[1] გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში იგი შეტანილია, როგორც ბრიტანეთის მუსიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებული დუეტი.[2] Pet Shop Boys ფლობს სამი გზის Brit-ის და ექვსი გრემის ჯილდოს. 1985 წლიდან მოყოლებული, ჯგუფს აქვს 42 სინგლი, რომელიც ჩარტების საუკეთესო 30-ეულში მოხვდა და 22 ჰიტ-სინგლი, რომელიც საუკეთესო 10-ეულებში შევიდა. მათ შორის არის ოთხი ბრიტანული #1 სინგლი: „West End Girls“ (რომელიც აგრეთვე ამერიკულ Billboard Hot 100-ში #1 იყო), „It's a Sin“, „Always on My Mind-ის“ წარმატებული ქავერ ვერსია და „Heart“. სხვა ჰიტებს შორის არის „Go West“, „Opportunities (Let's Make Lots of Money)“ (ტეტჩერიზმის სატირა) და „What Have I Done to Deserve This?“ (დუეტი დასტი სპრინგფილდთან). 2009 წლის Brit-ის ცერემონიაზე Pet Shop Boys-ს გადაეცა სპეციალური ჯილდო მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის.